x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
"გაფერადებული წარსული": ცნობილი პიროვნებების საინტერესო ფოტოები, რომელთაც თვალს ვერ მოწყვეტთ

image


თქვენ წინაშეა მეოცე საუკუნის საინტერესო მოვლენებისადმი და ცნობილი ადამიანებისადმი მიძღვნილი უნიკალური ფოტოსერია, რომელიც ბევრ საინტერესო მოვლენაზე აგიხელთ თვალს. ეს გაფერადებული ისტორიული კადრები, ყველა მოვლენას თითქოს ახლებურ სიცოცხლესა და იერსახეს სძენს, რაც თითოეულ მათგანს დამთვალიერებლისთვის კიდევ უფრო საინტერესოსა და მომაჯადოებელს ხდის. მაშ ასე, მოდით, ერთად ვეზიაროთ ამ საოცარ ფერად მაგიას!

image


უოლტ დისნეი კოპაკაბანა სანაპიროზე, რიო დე ჟანეირო, 1941 წელი, ცნობილ ანიმატორსა და სტუდიის შემქმნელს ჯერ კიდევ მაშინ რომ სცოდნოდა რა მიმართულებით წავიდოდა მისი შვილობილი კომპანია ალბათ მანამდე დახურავდა...

image



ჰოლანდიელი მოდელი და მსახიობი სილვია კრისტელი, 1970-იანი წლები, კინომსახიობი ცნობილი გახდა "ემანუელას" როლის შესრულებით, რომელიც 1974 წლის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით იქნა გადაღებული. სწორედ სილვია კრისტელი თამაშობდა ამ ცნობილ ფრანგულ ეროტიკულ ფილმში მთავარ როლს და ასევე მისი გაგრძელებებშიც


image


ჩარლი ჩაპლინი ფილმში "დიდი ქალაქის ჩირაღდნები", 1936 წელი, საინტერესო ფაქტი: მეოცე საუკუნის შუა პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი 4-ჯერ იყო დაქორწინებული და ჰყავდა 12 შვილი (ეს რაც ოფიციალურად ცნობილია)


image



სოფია ლორენი ანტონ ჩეხოვის საფლავზე, 1965 წელი




image


ფრანგი მსახიობი მარინა ვლადი და ვლადიმერ ვისოცკი სააკუთარ ბინაში, 1977 წელი, გამომდინარე იქიდან რომ ვისოცკიმ იცოდა რომ მათ ფოტოს უღებდნენ ის გადაღების დროს ოხუნჯობდა, თუმცა აი, მათი ოთხფეხა მეგობარი სულაც არ იყო წინააღმდეგი ვლადის მიერ მომზადებული საკვები დაეგემოვნებინა


image


ფიდელ კასტრო სსრკ-ში ნაჩუქარ დათვთან ერთად, 1963 წელი,
დათვის ბელი ფიდელს ირკუტსკის გეოლოგებმა ბაიკალის ტბაზე მოგზაურობისას აჩუქეს. გამოჩენილ რევოლუციონერს დიდი ხანი არ დასჭირვებია იმის საფიქრელად წაეყვანა თუ არა ის კუბაზე, კასტრომ ამ უჩვეულო საჩუქარს მეტსახელიც კი შეურჩია, რევოლუციონერმა მას ყველაზე ღრმა ტბის საპატივსაცემოდ ბაიკალი დაარქვა, თუმცა ადგილობრივი კლიმატი დათვს არ მოუხდა. ცხოველი მშფოთვარე გახდა, ბიორიტმი დაერღვა და ვერც ზამთრის ძილს მიეცა, ორიოდე წლის შემდეგ კი გარდაიცვალა კიდეც



image



ბრიუს ლი შერონ ტეიტის გვერდით, 1968 წელი, შერონ ტეიტი- ამერიკელი მსახიობი და მოდელი გახლდათ, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა, ბრიუს ლი კი წარდგენას ვფიქრობ არ საჭიროებს



image


მაქს ფაქტორი, მსახიობ მარჯორი რეინოლდსს თავისი "სილამაზის მიკრომეტრის" გამოყენებით ზომებს უღებს, 1934 წელი, "თანამედროვე კოსმეტიკის მამად" წოდებულმა პირველმა მაკიაჟის ოსტატმა საკუთარი მოღვაწეობა რიაზანში მდებარე პატარა მაღაზიიდან დაიწყო. აშშ-ში ემიგრაციის შემდეგ კი მან ამავე სახელწოდების კოსმეტიკური კომპანია შექმნა, რომელსაც კაცობრიობის მშვენიერი ნახევარი დღემდე წარმატებით იყენებს


image


იტალიელი მსახიობი კლაუდია კარდინალე, 1963 წელი



image



კლინტ ისტვუდი საკუთარი კინოკარიერის გარიჟრაჟზე, 1955 წელი


image


დევიდ ბოუი მეუღლესთან და ვაჟთან ერთად, ნიუ-იორკი, 1971 წელი, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ბრიტანელი როკ-მუსიკოსი, რომლის შემოქმედებაც მთელი მსოფლიოს მელომანებმა ზეპირად იციან


image



ლანა ვუდი საკუთარ "კნუტთან" ერთად, 1969 წელი, ამერიკელი მსახიობის, მწერლისა და პროდიუსერის ნამდვილი სახელი სვეტლანა ნიკოლაევნა ზახარენკო გახლდათ. ის რუსი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, რომლის მშობლებიც აშშ-ს მოქალაქეები გახდნენ და გვარი შეიცვალეს, ასე იქცნენ ისინი გურდინებად


image



კანადელი მწერალი გრეი ოული პატარა აღსაზრდელის გამოკვებისას, 1930-იანი წლები, ყველაზე დიდი პოპულარობა "რუხ ბუს" 1931 წელს კანადის სატყეო ასოციაციის მოთხოვნით დაწერილმა სტატიების სერიამ მოუტანა



image



ახალგაზრდა მსახიობი ორნელა მუტი, ესპანეთი, მადრიდი, 1972 წელი, იტალიის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა მომავალი სექს-სიმბოლო, ფოტოზე ორნელა დაახლოებით 17 წლისაა


image


ცნობილი ინგლისელი მწერალი და დრამატურგი აგათა კრისტი საკუთარ სახლში, 1950-იანი წლები, კრისტი გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეტექტიური ჟანრის მწერალი







0
284
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
284