კომპიუტერები და პროგრამები ყველაზე ცუდი რაღაცები, რაც თქვენზე იცის Facebook-მა 10 ოქტომბერი, 12:31 ვიცით, რომ Facebook მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური ქსელია 1, 71 მილიარდი მომხმარებლის აუდიტორიით. მომხმარებლები ყოველდღიურად ტოვებენ 6 მილიარდ „ლაიქს“ და კომენტარს, აქვეყნებენ დაახლოებით 300 მილიონ ფოტოს, ნახულობენ 8 მილიარდზე მეტ ვიდეოს. 2011 წლიდან კი საიტის გვერდების ნახვებმა 1 ტრილიონს გადააჭარბა.
მონაცემთა ანალიზის სპეციალისტებმა (Veekaybee) მომხმარებლებს აცნობეს იმ 5 ქმედების შესახებ, რომლებსაც ისინი ამ სოციალურ ქსელში ასრულებენ და Facebook ინახავს და იმახსოვრებს მათ, რაც პროტესტს იწვევს. ყველაზე ცუდი რაღაცები, რაც თქვენზე იცის Facebook-მა1. თქვენი ყველა ქმედება. ფეისბუკში შეყვანილი ნებისმიერი მოქმედება სამუდამოდ ინახება მის მონაცემთა ბაზაში. თქვენ მიერ გამოქვეყნებული ფოტოები, ჩანაწერები, რომლებსაც ესწრებოდით; ყველა მოწონება და არ მოწონება, ხელახალი პოსტები, პირადი შეტყობინებები და ატვირთული ვიდეოები. გარდა ამისა, ფეისბუქი იმახსოვრებს, რომელი მოწყობილობიდან იყავით შესული და რომელ ანგარიშში, როდის დაეთანხმეთ ან უარყავით მეგობრობის მოთხოვნა და სხვა ტექნიკური დეტალები. 2. წაშლილი პუბლიკაციები. შეგიძლიათ წაშალოთ პუბლიკაცია, ფოტო, ვიდეო, მაგრამ ისინი სამუდამოდ დარჩება მის მონაცემთა ბაზაში. 3. გამოუქვეყნებელი პოსტები. პარადოქსულად ჟღერს, თუმცა ფეისბუქს ახსოვს რისი გამოქვეყნება გსურდათ მიუხედავად იმისა, რომ არ გამოაქვეყნეთ. 4. საიტის გვერდების მონახულება. ფეისბუქი თვალყურს ადევნებს თუ რომელ გვერდებს ესტუმრეთ, რომელი რეკლამები ნახეთ და ა.შ. თუ გამოსული ხართ სისტემიდან, ის სპეციალური ქუქის მეშვეობით, მაინც ადევნებს თვალყურს თქვენს ანგარიშს. 5. თქვენი სახე. ნებისმიერი ფოტო, რომელიც ატვირთეთ ან რომელზეც როდისმე ვინმემ მოგნიშნათ, სამუდამოდ ინახება მონაცემთა ბაზაში. პ.ს. ასეთი თვალთვალის თავიდან აცილების მიზნით, Veekaybee რამდენიმე გამოსავალს გვთავაზობს. არ გამოაქვეყნოთ ბევრი პირადი ინფორმაცია. არ გამოაქვეყნოთ თქვენი შვილების ფოტოები და განსაკუთრებით ისეთ ასაკში, როდესაც შეუძლებელია მათი თანხმობის მიღება. გამოდით თქვენი ანგარიშიდან, როცა აღარ აპირებთ Facebook-ის გამოყენებას. თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ ცალკე ბრაუზერი Facebook-ისთვის. გამოიყენეთ რეკლამის ბლოკატორები. არ გამოიყენოთ ფეისბუქი (და განსაკუთრებით მესინჯერი) პოლიტიკური ღონისძიებების ორგანიზებისთვის. არ დააინსტალიროთ Facebook აპი თქვენს ტელეფონში. არ დააინსტალიროთ მესენჯერი თქვენს ტელეფონში. 182 3-ს მოსწონს
|