x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
მეტად უცნაური და არაადეკვატური ფაქტები ჩვენი წარსულიდან

მსოფლიო ისტორიაში, მნიშვნელოვანი და სერიოზული მოვლენების გარდა, საკმაოდ ბევრი ისეთი ფაქტიც იყო, რომელიც დღეს, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაადეკვატურად გამოიყურება. აქ სწორედ, რამდენიმე ფაქტს წარმოგიდგენთ, რომელიც ერთდროულად, საინტერესოც არის და უცნაურიც!


* ქვეყნის მართვა, 25 წლის იმპერატორმა საყოველთაო ამინისტიით, გადასახადების შემსუბუქებით და რომაული თამაშების აღდგენით დაიწყო. მაგრამ, რამდენიმე თვის შემდეგ, კალიგულა სერიოზულად გახდა ავად და... იმპერატორს «ტვინის ცხელების» (ასეთი იყო ექიმების დიაგნოზი) გამო, პარანოიას ნიშნები განუვითარდა. ის მეტად ეჭვიანი და აგრესიული გახდა: ცოლი გააგდო, სიმამრი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, საკუთარი თავი ღვთაებად გამოაცხადა და შესაწირის მოლოდინში, ტაძარში არაერთ საათს ატარებდა. ხოლო, ცხენებისადმი მისი უსაზღვრო სიყვარული, ჭორების საფუძველი გახდა. როგორც ამბობდნენ, მან საკუთარი ცხენი სენატორის პოსტზე დანიშნა, რომ მისი რჩევები გაეთვალისწინებინა. თუმცა, ისტორიკოსებმა იმის მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს, რომ ცხენი სენატის სხდომებს მართლაც ესწრებოდა.


* როდესაც საფრანგეთის სამეფო წყვილი ლუი XVI და მარი ანტუანეტა გილიოტინით სიკვდილით დასაჯეს, სეირის მაყურებლებმა ცხვირსახოცების სამეფო სისხლში დასველება დაიწყეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ სამეფო სისხლი მათ იღბალს მოუტანდათ. ზოგი კი, ამ სისხლის შენახვას, სუვენირად აპირებდა. ერთ–ერთი ასეთი "სუვენირი" 2010 წელს იპოვეს.


image


* იმპლანტირებული კბილები ყოველთვის ფაიფურის არ იყო. მე–19 საუკუნის შუა პერიოდამდე, პროთეზს, დაღუპული ჯარისკაცების კბილებიდან აკეთებდნენ. ასე, მაგალითად, ვატერლოოს ბრძოლის შემდეგ, სანიტრებთან ერთად, ბრძოლის ველზე, ათასობით მზაკვარი სტომატოლოგი დარბოდა, რომ დაღუპული გმირებისგან "ნედლეული" მოეგროვებინათ. კბილი იმდენად ბევრი იყო, რომ მთელმა არისტოკრატიულმა ევროპამ, 10 წელის მანძილზე, უკბილო პირით ღეჭვა შეწყვიტა.


* ინგლისის მეფეს ჰენრი VIII განსაკუთრებული მსახურები ჰყავდა, რომლებსაც "ტაბურეტის ხელისმომკიდე" ერქვათ. მათ მოვალეობაში მეფის უკანალის მოვლა შედიოდა, მას შემდეგ რაც ის ტუალეტში შევიდოდა. ასეთი მწარე ბედისა და საზიზღარი სამუშაოს გამო, მეფემ ყველა მსახურს რაინდის წოდება მიანიჭა.


image


* საბჭოთა კავშირში, განსაკუთრებით სოფლებში და მსგავსი ტიპის დასახლებებში, ფერადი სუფრა ბევრს ჰქონდა. ასეთი სუფრები, უფრო ხშირად, სამზარეულოს "მშვენება" იყო. თუმცა, ეს საბჭოთა დიზაინერების გამოგონება ნამდვილად არ ყოფილა. ის შუა საუკუნეებში, სამეფო სასახლეში შეიქმნა, რომ ჭამის შემდეგ, ჭუჭყიანი ხელები გაეწმინდათ. იმ დროს, სუფრა, ერთგვარი, ხელსახოცის ფუნქციას ასრულებდა.


* 1386 წელს, ნორმანდიაში ღორი თავს დაესხა ბიჭს და სახე და ხელი დაუსახიჩრა. ღორს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს და ამის გარდა, სიკვდილის წინ, მისთვის იგივე დაზიანება უნდა მიეყენებინათ, რაც ბავშვს ჰქონდა. ცხოველს, განაჩენის აღსრულების დროს, ადამიანის ნიღაბი გაუკეთეს, ჟილეტი და ქვედა საცვალი ჩააცვეს და ხელთათმანები გაუკეთეს.


image


* პომიდვრის კეტჩუპი, ჩვენთვის საყვარელი საკმაზი, მხოლოდ მე-20 საუკუნეში გახდა. წარმოუდგენელია, მაგრამ მე-19 საუკუნის ბოლომდე, ის აფთიაქებში, როგორც საჭმლის მონელების სამკურნალო საშუალება იყიდებოდა!


imageარხის სხვა სიახლეები:


* FBI – ის დოკუმენტების მიხედვით, ნიკოლა ტესლა უცხოპლანეტელი იყო

* სამოსი "ოტ კუტური" და კომპანიები, რომლებიც ჰიტლერთან თანამშრომლობდნენ

* ფსბ – მ ჰიტლერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
378
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0