საზოგადოება დედოფლისწყაროში 32 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს 2 ოქტომბერი, 21:06
.
უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. სოფელ გამარჯვებაში 32 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცხედართან ერთად სანადირო თოფი იპოვეს, ამიტომაც გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლოა მას იარაღი წმენდის დროს შემთხვევით გაუვარდა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი სხეულის დაზიანება მიიღო.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს გარდაცვლილი სტაციონარში აღარ გადაუყვანია. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მამაკაცმა თავი მოიკლა, თუ შემთხვევით გაუვარდა. ექსპერტები ტყვიის ტრაექტორიასაც სწავლობენ. სოფელში ამბობენ, რომ რამდენიმე თვის წინ ის სასაზღვრო პოლიციიდან გაათავისუფლეს და უმუშევრად დარჩა. ამის გამო მას სამუშაოს საძიებლად სოფლიდან თბილისში წავიდა, ხან დედაქალაქში იყო, ხანაც სოფელში. ადგილობრივები გარდაცვლილს დადებითად ახასიათებენ. შსს პრესსამსახურში დედოფლისწყაროს ტელევიზიას უთხრეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობა, დე მიყვანას გულისხმობს. მოკვლევას დედოფლისწყაროს პოლიციის რაიონული სამმართველო აწარმოებს. 219 შეფასება არ არის
|