მუსიკა გარდაიცვალა რუსული ესტრადის მეტრი ვიაჩესლავ დობრინინი 1 ოქტომბერი, 15:28
მუსიკოსი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვიაჩესლავ დობრინინმა რამდენიმე წლის წინ შეწყვიტა სცენაზე გამოსვლა. ორი ინსულტის შემდეგ მეტყველება და მოძრაობების კოორდინაცია გაუუარესდა. არტისტს ინვალიდი გახდა, ცორ~ტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ დობრინინის მდგომაროება გაუარესდა. ის მძიმე მდგომარეობაში, სავარაუდოდ მორიგი ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს ბოლო ორი კვირაა ის 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ კომპოზიტორი და შემსრულებელი გარდაიცვალა. დობრინინის, როგორც კომპოზიტორის დებიუტი შედგა 1970 წელს, ხოლო ორი წლის შემდეგ მან დაიწყო თანამშრომლობა ВИА «Веселые ребята-თან. დობრინინის ავტორობით გამოვიდა ისეთი ცნობილი სიმღერები, როგორიცაა "Всё, что в жизни есть у меня"(ყველაფერი რაც მაქვს), " Синий туман"(ლურჯი ნისლი), "Кто тебе сказал"(ვინ გითხრა), "Прощай, от всех вокзалов поезда."(მშვიდობით, ყველა მატარებლის სადგურიდან, )"Ни минуты покоя" (ერთი წუთით მოსვენება არ მაქვს)" და სხვა. . ვიაჩესლავ დობრინინის სიმღერებს ასრულებდნენ ალა პუგაჩოვა, ლევ ლეშჩენკო, სვეტლანა ლაზარევა.ანა გერმანი, მიხაილ ბოიარსკი, მიხეილ შუფუტინსკი, ირინა ალეგროვა, მაშა რასპუტინა.ოლგა ზარუბინა, იგორ სკლიარი და მრავალი სხვა.ასევე ვოკალურ ინსტრუმენტალური ჯგუფები "Весёлые ребята», "Красные маки", "Самоцветы», "Синяя птица» და სხვა სახალხო არტისტი ვიაჩესლავ დობრინინი არის "ოქროს გრამოფონის", "წლის სიმღერისა" და «Овация»-ჯილდოების ლაურეატი. 215 2-ს მოსწონს
|