სხვა როგორ ცხოვრობენ მდიდარი რუსი ახალგაზრდები 14 ოქტომბერი, 10:38 სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.
ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები. მდიდარი რუსების შვილების ფუფუნებაში ცხოვრების სიყვარულმა დასავლური მედიის ყურადღება მიიპყრო. ჟურნალმა ELLE-მ მდიდარი რუსების თინეიჯერ შვილებს სტატია მიუძღვნა და ინსტაგრამის გვერდიდან - Rich Russian Kids- ის ფოტოები შეკრიბა, რომლებზეც ასახულია, როგორ ცხოვრობენ "ბავშვები" მდიდარი მშობლების მილიონებით. ინსტაგრამის გვერდი #RichRussianKids (მდიდარი რუსი ბავშვები) ასობით ფოტოს ამზეურებს. ისინი ტრაბახობენ თავიანთი უსაქმური ყოველდღიური ცხოვრებით. ძვირადღირებული მანქანები, ძვირადღირებული სასახლეები, კერძო თვითმფრინავები - ზოგადად, ყველაფერი რაც ყველა "ჩვეულებრივ" ადამიანს აქვს. როგორ ცხოვრობენ მდიდარი რუსი ახალგაზრდები254 4-ს მოსწონს
|