x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138958
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
„რთულია დავემშვიდობო ჟურნალისტიკას, ჩემთვის პატივია ვიყო ნაცმოძრაობის რიგებში“ - ჯეიჰუნ მუჰამედალი
image

.

პოლიტიკაში წასული ჟურნალისტი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

.

რთული და და ამავდროულად ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება მომიწია.
დღეს დავემშვიდობე ჩემს თვალწინ დაბადებულ მთავარ არხს როგორც ჟურნალისტი. ის ყოველთვის დარჩება ჩემთვის მთავარი! ასევე, მივიღე გადაწყვეტილება გადავიდე პოლიტიკურ სივრცეში და განსხვავებული სივრციდან ვიბრძოლო ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ევროპული მომავლისთვის.
.
ჩემთვის დიდი პატივია, ამიერიდან ვიყო ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის რიგებში და საპარლამენტო სიაში.
ამ გზამდე მოსვლელად რთული და ამავდროულად საინტერესო გზა გავიარე.
ცხოვრებისეული გამოწვევებიდან დიდ საზოგადოებრივ სივრცეში მოვხდი, სადაც ვისწავლე ბრძოლა სამართლიანობისთვის და სამშობლოს განვითარებისთვის.
ცხოვრების რთულ პერიოდებში ძალიან ბევრი გამორჩეული და კარგი ადამიანი დამიდგა გვერდით. აქვე, განსაკუთრებული მდლობა მინდა გადავუხადო Nika Gvaramia -ს და მარნეულის ცენტრალური მეჩეთის საზოგადოებას. სწორედ ეს ადამიანები დამიდგნენ გვერდში როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა გვერდში დგომა.
.
რაც შეეხება, ნიკას მან გამიხნსა ის სივრცე და კარი სადაც ჩემი თავი აღვმოაჩინე. ნიკას მხარდაჭერით პროფესიულად და პიროვნულად გავიზარდე იმ გუნდში რომელსაც მთავარი არხი ჰქვია.
.
დღეს, არის ის დრო როდესაც მნიშვნელოვანია შევცვალო ჩემი ცხოვრების გეზი, და ვიყო იქ სადაც ჩემს ქვეყანას და ხალხს სჭირდება. მადლიერების განცდა ბევრი ადამიანის მიმართ მაქვს, დროთა განმავლობაში ყველას აუცილებლად საჯაროდ გადავუხდი მადლობას და დავაფასებ მათ.
.
ჩემთვის, რთული აღმოჩნდა დავემშვიდობო ჟურნალისტურ პროფესიას და კარიერას. თუმცა, დღევანდელმა ხელიფულებმა სხვა გზა არ დაგვიტოვა, ამიტომაც დარწმუნებული ვარ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. ვიბრძოლო და ვიყო იქ სადაც ჩემ ქვეყანას ჭირდება, უკეთესი ევროპული მომავლისთვის.
ღმერთის ნებით ყველაფერი იქნება ძალიან კარგად!"- წერს ჯეიჰუნ მუჰამედალი.
.
გვარამიას დაფუძნებულ ტელეკომპანია მთავარი არხის ერთ–ერთი ჟურნალისტი და ტელესახე საპარლამენტო არჩევნებზე ერთ–ერთი ოპოზიციური პარტიის სიაში მოხვდა. თუმცა, პარლამენტში მოსახვედრად ის გვარამიას პარტიიდან სულაც არ იბრძოლებს. როგორც გაირკვა, ჟურნალისტი ნაციონალური მოძრაობის სიაში შეიყვანეს. ის გამსვლელ სიაშია და სავარაუდოდ, დეპუტატის მანდატსაც მიიღებს.

სააკაშვილის პარტიამ ოფიციალურად მხოლოდ სის 10–ეული გაასაჯაროვა, შემდეგ კი 50–ეულიც გამოქვეყნდა. სწორედ ამის შემდეგ გაირკვა, რომ 34–ე ნომერი ჯეიჰუნ ნარზალოვია.

.

ჯეიჰუნ ნარზალოვი სინამდვილეში „მთავარი არხის“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და მარნეულის კორესპონდენტი ჯეიჰუნ მუჰამედალია. ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა მუჰამედალი მისი ფსევდონიმია, თუ რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მას საზოგადოება სწორედ ამ გვარით იცნობს. პირდაპირ ეთერშიც მას სწორედ ჯეიხუნ მუჰამედალად მოიხსენიებენ.



.
მას სოციალურ ქსელებშიც გვარი სწორედ მუჰამედალი უწერია, თუმცა ფოტოების დათვალიერებისას ირკვევა, რომ სხვადასხვა სერტიფიკატები მას ჯეიხუნ ნარზალოვის გვარით აქვს მიღებული. ამდენად, უტყუარია ინფორმაცია, რომ ჯეიხუნ ნარზალოვი ჯეიხუნ მუჰამედალი ერთიდაიგივე პიროვნებაა. მითუმეტეს, საპარლამენტო სიაში მოხვედრის ამბავი მისი ფეისბუქის კედელზეც დევს და მას მეგობრები უკვე წარმატებებსაც უსურვებენ.


.

სიის გასაჯაროებამდე რეგიონული აზერბაუჯანულენოვანი მედიასაშუალებები უკვე აქვეყნებდნენ ინფორმაციას, რომ მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ჟურნალისტი პარლამენტში მოსახვედრად იბრძოლებდა. სიის გასაჯაროებამდე 10 დღით ადრე ის რეგიონულ ჟურნალისტებს უდასტურებდა, რომ მოლაპარაკებები მალე დასრულდებოდა და სურდა პარტიულ სიაში მოხვედრა.
.
"დიახ, აღნიშნული შემოთავაზება პარტიის ლიდერებისგან მივიღე, ჯერჯერობით რიგ საკითხებს განვიხილავთ. საბოლოო ინფორმაცია ახლო მომავალში გახდება ცნობილი", - თქვა ჯეიჰუნ მუჰამედალიმ Aktual.ge-სთან საუბრისას.

.
ცნობილია, რომ წლების წინ როცა ჯეიჰუნი ცემეს, ნიკა გვარამია საავადმყოფოში შეიჭრა და მხარდაჭერა გამოხატა, მას შემდეგ ეს ჟურნალისტი ხშირად იმეორებდა, რომ გვარამიას პატივს სცემდა. ამიტომაც, არსებობდა მოლოდინი, რომ მას არა ნაციონალური მოძრაობის სიაში, არამედ გვარამიას ახლადდაფუძნებული პარტიის საპარლამენტო სიაში ვიხილავდით, მაგრამ როგორც ჩანს მან გვარამიას გვერდით დგომას სააკაშვილის პარტიაში წასვლა ამჯობინა.


.
საზოგადოებას კარგად ახსოვს ისიც, რომ ჯეიხუნ ნარზალოვი, იგივე მუჰამედალი ოპოზიციურ აქციებზე ხშირად ჩნდებოდა და პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი სიტყვებითაც გამოდიოდა. ის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებზეც გამოდიოდა სიტყვით.



.
შეგახსენებთ, მთავარი არხის ეთერში გამოჩენამდე, ის რუსთავი 2–ზე სწორედ გვარამიას დროს მივიდა. მანამდე ის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობდა. ბოლო წლებში კი მთავარი არხის პარალელურად ის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა არასამთავრობო უფლებადაცვით ორგანიზაციებშიც საქმიანობდა.



.
არ არის გამორიცხული ჯეიჰუნ მუჰამედალი ერთ თვეში ახალი მოწვევის პარლამენტის წევრი გახდეს, რადგან, როგორც გითხარით ის სიაში 34–ე ნომერია. ნაცმოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოჯუჩავა ამბობს, რომ სია სააკაშვილთან ერთად დაწერა.

.

0
204
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0