x
მევლანას მუზეუმი
კონიაში, თურქეთის სამხრეთ ნაწილში არის შენობა, რომელიც დღეს მევლანას მუზეუმის სახელითაა ცნობილი. ფირუზისფერი გუმბათიდან გამომდინარე მას მწვანე მავზოლეუმს, იეშელ თურბეს უწოდებენ. ის სპარსული წარმომავლობის პოეტისა და რელიგიური ლიდერის მევლანა ჯალალ ად-დინ რუმის საპატივსაცემოდ არის აგებული, რომლის მშენებლობაც ქართველი დედოფლის თამარ ბაგრატიონის სახელთანაა დაკავშირებული, რომელიც გურჯი ხათუნის სახელითაა ცნობილი.

მევლანა რუმი ითვლება სუფიზმის, ისლამის მისტიკური მიმდინარეობის დამაარსებლად. სუფიზმი ეს არის ძალიან ღრმა ფილოსოფიური და ეზოთერული სწავლება.image

მწვანე მავზოლეუმი არის ორი რელიგიისა და ცივილიზაციის შერწყმა. აკლდამის ძირითადი სხეული არის მეჩეთის კლასიკური ნაგებობა, მაღალი მინარეთებითა და ნახევარსფეროსებური სახურავებით, ცენტრალური გუმბათის ადგილას კი ქართულის მსგავსი გუმბათია აღმართული. ის ფირუზისფერი კრამიტითაა მოპირკეთებული და ზიგზაგისებური ფორმა აქვს, თუმცა სარკმელები არ აქვს.

ნაგებობა მოიცავს მეჩეთს, სარიტუალო დარბაზს (სემაჰანე) დერვიშების კელიებს, სამარხებსა და სამზარეულოს.


შენობა შესანიშნავად ერწყმის გარემოს

თავდაპირველად ამ ადგილას გაშენებული იყო ვარდების ბაღი, რასაც ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ისლამში ვარდი ცნობილია როგორც სამოთხის ყვავილი.გადმოცემის თანახმად, როდესაც შუამავალ მუჰამედს ხილვა ჰქონდა ირგვლივ ვარდის სურნელი დგებოდა. სწორედ ამ ადგილას დაკრძალეს სუფი მისტიკოსი მევლანა რუმი, რომელსაც თავის შემოქმედებაში იესო ქრისტე ხშირად ჰყავს დიდებით მოხსენიებული.

რუმი ნეიტრალურად იყო განწყობილი რელიგიის დოგმებთან და გარეგნულ მხარეებთან, მისთვის მთავარი იყო სუფთა გულით ლოცვა და მნიშვნელობა არ ჰქონდა ადამიანი რა აღმსარებლობის მიმდევარი იყო. რუმი მიღებული პიროვნება იყო სულთნის კარზე და განსაკუთრებით მისმა იდეოლოგიამ განაპირობა ქრისტიანი დედოფლის და მევლანას დამეგობრება. როდესაც რუმი გარდაიცვალა მის მიმდევრებს სურდათ გამორჩეული აკლდამის აშენება, თუმცა ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ამ დროს ქართველმა დედოფალმა თავისი სალაროდან გაიღო შემოწირულობა და საყვარელი მოძღვრის განსასვენებლის მშენებლობა დააფინანსა.

გუმბათი

არქიტექტორს შეეძლო რომ შენობის მთავარი გუმბათი მეჩეთის მსგავსი შეექმნა, მაგრამ ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო და მის ადგილას ქართული გუმბათის მსგავსი დადგა, ამით მან ორი კულტურის ნაზავი შექმნა, ქართველ დედოფალს სამშობლო გაახსენა და სუფიზმის მთავარი არსი და იდეა შესანიშნავად გადმოსცა და გამოხატა აკლდამის არქიტექტურაში.

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:თემური კოტორაშვილი
თემური კოტორაშვილი
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0