x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
„კეზერამ უარი თქვა ნაცების დაფინანსებაზე, 2016 წელი მეორდება, მისი ქვოტები სიის დატოვებას აპირებენ“
image

.

ნაციონალურ მოძრაობაში ბუნტია და კეზერაშვილის ქვოტის წევრები სიის დატოვებას გეგმავსნ, 2016 წელი მეორდება და სააკაშვილის პარტია ისევ დაირღვევაო –– პროგნოზირებს ჟურნალისტი და გაზეთ ქრონიკა+ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პარტიის დაფინანსებაზე უარი თქვა დავით კეზერაშვილმა და განსაკუთრებით აღშფოთებულები არიან გენერლები.


„ნაციონალურ მოძრაობაში“ საარჩევნო სიაზე დაპირისპირება გრძელდება. პარტიის რიგებს ტოვებენ. ზაზა გოგავამ ოფიციალურად სიიდან თავისი გვარის ამოღება მოითხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა ირაკლი ეძგვერაძემ, იმავე ჭყიპინამ. ღიად დაწერა და თინა ბოკუჩავასგან სიიდან ამოღება მოითხოვა აჰმედ იმამკულიევმაც.


.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ საარჩევნო სიაზე დაპირისპირება გრძელდება. პარტიის რიგებს საპარლამენტო სიიდან ტოვებენ. ზაზა გოგავამ, სადაც ის 27-ე იყო, ოფიციალურად სიიდან თავისი გვარის ამოღება მოითხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა ირაკლი ეძგვერაძემაც.

.

„ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში ზაზა გოგავამ ამაზე საუბარი არ ისურვა. რაც შეეხება სოფო ჯაფარიძეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში ინფორმაცია არ დაადასტურა.

.

„ვერაფრით გიდასტურებთ ამას [სიის გამო პარტიაში უთანხმოებას]. არანაირი მსგავსი ინფორმაცია მე პირადად არ მაქვს და ტყუილს ხომ არ გეტყვით?!“ - აღნიშნა ჯაფარიძემ.

.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რამდენად შეესაბამება ინფორმაცია სიმართლეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა, სიის პირველი ნომერი მისი დედა, გიული ალასანია ყოფილიყო.

„მართლა პირველად მესმის. ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია. სიის წერაში ნამდვილად არ მიმიღია მონაწილეობა“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

.

ელისო კილაძე კი წერს

ნაცებში ბუნტია.
ბოლო მონაცემებით, კეზერაშვილმა უარი თქვა პარტიის დაფინანსებაზე.
მისი ქვოტის კანდიდატები სიის დატოვებას აპირებენ, განსაკუთრებით აგრესიული ზაზა გოგავაა!
ეჰ, მიშა, მიშა-დაჯერება არ იცი და …2016 წელი მეორდება –აღნიშნა ელისო კილაძემ.
.


0
271
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0