x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
ჰიუ ჰეფნერის ყოფილი გოგო იხსენებს,რომ Playboy-ის სასახლე ექსკრემენტებით იყო სავსე
imagePlayboy-ის დამფუძნებლის ჰიუ ჰეფნერის ერთ-ერთმა გოგომ ლეგენდარულ სასახლეს ბინძური უწოდა.


კენდრა უილკინსონი არის ამერიკელი მსახიობი და მოდელი. იგი კარგად არის ცნობილი რეალითი სატელევიზიო შოუდან The Girls Next Door, რომელშიც ის გამოჩნდა, როგორც ჰიუ ჰეფნერის სამი გოგოდან ერთ-ერთი.




ჟურნალ Playboy-ის დამფუძნებლის, ჰიუ ჰეფნერის ყოფილმა გოგომ მის ლეგენდარულ სასახლეს ბინძური უწოდა. მან The Kyle and Jackie O Show პოდკასტის წამყვანებთან ისაუბრა ჰეფნერთან ურთიერთობაზე და სხვა დეტალების შესახებ.


კენდრა უილკინსონი სულ რაღაც 18 წლის იყო, როდესაც ის გადავიდა Playboy Mansion-ში. უილკინსონი გახდა ერთ-ერთი იმ მრავალ ახალგაზრდა გოგონას შორის, რომელიც ცხოვრობდა ჰეფნერთან და დროდადრო ინტიმურ ურთიერთობას ამყარებდა მათთან. მან სასახლეში ხუთი წელი გაატარა და 2009 წელს დატოვა, როდესაც შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს. თავისი ცხოვრების იმ პერიოდზე საუბრისას, ულკინსონმა აღიარა, რომ გამოცდილებამ ნეგატიურად იმოქმედა მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ფორმალურად არასოდეს ყოფილა ჰეფნერის საყვარელი. მისი თქმით, იგი სასახლეში მოვიდა ლამაზი ცხოვრებისთვის და რამდენიმე წლის განმავლობაში ასობით გლამურულ წვეულებაში მიიღო მონაწილეობა.


image

ფოტოზე: კენდრა უილკინსონი მარცხნიდან პირველი ჰეფნერის სასახლეში 2005 წელი


უილკინსონმა ისივ დასძინა, რომ არ ნანობს თავის არჩევანს და ახალგაზრდობა საკმაოდ მხიარულად გაატარა. ამავე დროს, მისი თქმით, Playboy-ის სასახლე სავსე იყო ძაღლების ექსკრემენტებით. ”იცით, ყველგან იყო ძაღლის განავალი”, - ამტკიცებს ის. "... ჰეფი დახეტიალებდა სახლში და შიშველი ხელებით იღებდა მას."


უფრო ადრე, ჰეფნერის ქვრივმა, 37 წლის კრისტალმა People-თან ინტერვიუში 60 წლით უფროს ბიზნესმენთან ცხოვრებასა და ქორწინებაზე ისაუბრა.მან აღიარა, რომ ქმარი არ უყვარდა.


როდესაც ჰეფნერმა პირველად შესთავაზა ცოლობა, გოგონამ უარით გაისტუმრა. მაგრამ მალე მან გადაიფიქრა და გრძნობების ნაკლებობის მიუხედავად დაქორწინდა მასზე. ახალგაზრდა ქვრივის თქმით, მეუღლეებს შორის ძალაუფლების სერიოზული დისბალანსი იყო, ხოლო "წარმატებული ადამიანების" სამყაროში მოხვედრის საფასური "ოთხმოცი წლის კაცთან დაწოლა" გახდა.

0
285
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0