x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
იტალიაში მაფიის 14 წლის ბოსი დააკავეს
imageიტალიაში მოზარდების ბანდები დათარეშობენ. გასულ წელს, ადგილობრივი შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, არასრულწლოვანებმა ჩაიდინეს 6000 ქურდობა, 3400 ძარცვა და 300 გაუპატიურება.


იტალიის პოლიციამ მაფიის ბოსი დააკავა, რომელიც მხოლოდ 14 წლისაა. ის კიდევ უფრო შორს წავიდოდა, რომ არა სოციალური ქსელების სიყვარული .


მაფიოზებისთვის მრუდე გზა ხშირად იწყება სოციალური ქსელებიდან (განსაკუთრებით Tik-Tok), სადაც ისინი გამსჭვალულნი არიან განგსტერული ესთეტიკით და იწყებენ თავიანთი „კუმირების “ მიბაძვას - ჯერ ტანსაცმლით, შემდეგ კი ქცევებით.


ემანუელ სიბილომ თავისი ბანდა 13 წლის ასაკში შექმნა და 2015 წელს ოცი წლის ასაკში მოკლეს. ნეაპოლიტანელმა კამორამ შეგნებულად შექმნა მითი მისი ფიგურის ირგვლივ, რამაც იგი დამწყები განგსტერების სიმბოლოდ აქცია - ქსელში სულ უფრო მეტი ახალი ვიდეო იტვირთება სიბილოს შესახებ. შედეგად, ის იმდენად პოპულარული გახდა, რომ მისი გარდაცვალებიდან ექვსი წლის შემდეგაც, მისი ფერფლი რელიქვიად აქციეს: რეკეტის მსხვერპლნიც კი იძულებულები გახადეს დაჩოქილიყვნენ ... საკურთხევლის წინაშე, რომელიც მისმა ოჯახმა ააშენა.



ისე, პატარა მიმბაძველები ადრე თუ გვიან ეგებიან ზრდასრული მაფიოზების ანკესზე და ღებულობენ შეთავაზებებს „აკეთონ ნამდვილი საქმე“.


ერთ-ერთი ასეთი ნეოფიტი იყო დაკავებული 14 წლის გაბრიელე. მიუხედავად მისი მცირე ასაკისა, მის „ბაგაჟში“ უკვე იყო მკვლელობის ორი მცდელობა, რისთვისაც იგი პირობითი სასჯელით გამოძვრა და საკუთარი ბანდა, Case Nuove (კვარტლის მიხედვით, სადაც მისი წევრები ცხოვრობენ).


ბავშვებს მფარველობდა კონტინის კლანი, ჩვენმა გმირმა ერთგულების ნიშნად მკლავზე ტატუ გაიკეთა ადგილობრივი ბოსის ინიციალებით, ზრდასრულმა მაფიოზმა დააფასა ეს ჟესტი და აღნიშნა, რომ "ბიჭს აქვს პოტენციალი".


ჩვეულებრივ, გაბრიელე და მისი მეგობრები საარსებო წყაროს მოპედების ქურდობითა და ერთ-ერთ პოპულარულ ქუჩაზე მდებარე ბარის პატრონების ძარცვით შოულობდნენ. მაგრამ „პატივცემული ადამიანების“ ყურადღებთ გათამამებული მოზარდი გააყოყოჩდა და გაბრიელემ გადაწყვიტა დაესაჯა 20 წლის სტუდენტი, რომელიც მას რამდენიმე დღის წინ „ალმაცერად უყურებდა“.


21 ივლისს მოზარდმა თანამზრახველთან ერთად მოპარული სკუტერით დაეწია მსხვერპლს და სტუდენტს ცეცხლსასროლი იარაღით მუცელში ესროლა. ამის შემდეგ ბიჭმა ქალაქიდან გაქცევა გადაწყვიტა.

image

გაქცევისას მან განაგრძო მოკლე ვიდეოების გამოქვეყნება. ერთზე არა მხოლოდ მისი სახე "ანათებდა", არამედ აღნიშნული ტატუც უჩანდა. ბანდიტი ამოიცნო ერთ-ერთმა მსხვერპლმა.


კარაბინიერებმა არასრულწლოვანი კრიმინალი მისი კლანის მეთაურის სახლში შეიტყუეს და დააკავეს. თავიდან გაბრიელე პოლიციასთან გამომწვევად იქცეოდა, როგორც ნამდვილ განგსტერს შეეფერება - კითხვებზე არ პასუხობდა და თუ რამეს ამბობდა, გამომძიებლების მისმართლით ილანძღებოდა.


მაგრამ როდესაც გაირკვა, რომ მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, "ავტორიტეტმა" ნამდვილი ისტერიკა მოაწყო და ტირილი დაიწყო.


სხვათა შორის პოლიციელებმა, რომლებიც ასე სძულს მას, შესაძლოა გადაარჩინეს მისი სიცოცხლე. გამომძიებლების თქმით, კონკურენტი ბანდის 16 წლის ბოსს უკვე მიზანში ჰყავდა აყვანილი გაბრიელე, ანუ მის მოკვლას აპირებდა.

1
304
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
304
  
24 ოქტომბერი, 7:28
ასე ხდება,როცა ბავშვი ავტორიტეტს სახლში კი არა,ქუჩაში ეძებს და პოულობს კიდეც.ჩვენც გამოვლილი გვაქვს მსგავსი ამბავი 90იანებში,რამაც ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.არც ახლა არის კარგი სიტუაცია,შვილებს და მშობლებს შორის დიდი კედელია,არცერთი მხარე არ ცდილობს ამის დანგრევას და ვიღებთ ახალგაზრდებს,რომლებსაც ადამიანად გახდომა არ უწერიათ. ნარკოტიკები გინდა თუ უაზრო ტატუები,საყურეების მთელი აცმა და საშინელი ვარცხნილობა.საინტერესოა,ვინ ყავთ ავტორიტეტი ამ ბავშვებს ქუჩაში თუ სოც. ქსელებში? ამაზე ყველა დუმს,პოლიაციაც და მშობელიც,თუმცა ეს კატასტროფას მოიტანს და მერე გვიან იქნება. ქუჩაში რო გადიხარ,ხვდები,ჯოჯეხეთი არის მოწყობილი დედამიწაზე და თავისი ნაშიერები ყავს გამოგზავნილი ეშმაკს. არადა,თავიდან ძალიან ლამაზი ბავშვები იყვნენ,დიდი შანსი ქონდათ გამხდარიყვნენ ადამიანები,თუმცა მშობლების მოუცლელობამ და თავს მოხვეულმა უაზრო აზროვნებამ დაღუპა ეს ბაშვები.საინტერესოა,რას აკეთებდნენ მშობლები უფრო მნიშვნელოვანს,ვიდრე შვილების აღზრდაა? და რა არის უფრო მნიშვნელოვანი,ვიდრე შვილის გაზრდა? თუ არ გინდა შვილის ყოლა,გასაგებია და მესმის,მარა თუ გყავს შვილი,ნება იბოძეთ და აღზრადეთ. არადა,ამბობენ,ეშმაკიც ანგელოზი ყოფილა,მერე გამხდარა ზნედაცემული,როგორც ახალი თაობის დიდი უმრავლესობა. ეს მათი ბრალი არ არის,ისინი მშობლების გარეშე გაიზარდნენ და ამიტომაც არიან ეგეთები,მშობლებს მათზე უპირატესი საზრუნავი აქვთ და კიდიათ. იტალიის მაგალითი ყველა ქვეყანაშია,ყველგან თავისი მახასიათებლები აქვთ,ჩვენ ჩვენსას მივხედოთ და გამოვასწოროთ,თუ შესაძლებელი არის ეს ამბავი. ცუდად არავინ გაიგოს,ამ ბავშვების ასეთ დღეში ყოფნა არის დანაშაული და სამწუხარო ამბავი.ბოდიშს ვუხდი მათ,რომ ჩემი თაობა ან ცოტა უფროსები კარგი მშობლები ვერ გამოდგნენ.
0 1 1