სიახლეები სიკვდილთან სახიფათო თამაში გოგონას სიცოცხლის ფასად დაუჯდა (ვიდეო) 28 სექტემბერი, 15:43 ღმერთს არ უნდა(ან არ გკლავს) და შენ ძალად იკლავ თავს?-ხშირად გაგვიგია ეს ფრაზა, რომელიც ზედგამოჭრილია და გაკვეთილი იმათთვის, ვინც სახიფათოდ სიკვდილს ეთამაშება. მოპედზე მჯდომი 16 წლის გოგონას სიცოცხლის ბოლო წამები ვიდეოზეა გადაღებული. ვიდეოს დასასრული ჩამოჭრილია, მაგრამ არსებული კადრებიდანაც კი ადვილად მიხვდებით, რომ გოგონა სიკვდილს სახიფათოდ ეთამაშებოდა. შემთხვევა ორიოდე დღის წინ ტიუმენი-ომსკის გზატკეცილზე მოხდა. ერთ-ერთი სატვირთო მანქანის ვიდეორეგისტრატორით თუ ვიმსჯელებთ, გოგონა გზაზე არაადეკვატურად იქცეოდა - გზაზე მიმავალი მოპირდაპირე მხრიდან მომავალ ტრაილერებს წინ უხტებოდა და შემდეგ ისევ მარჯვნივ გადადიოდა, თუმცა ბოლოს 16 წლის ევგენია ბერეჟენცოვას ფორტუნამ ზურგი აქცია, მოპედი ვეღარ დაიმორჩილა და საპირისპიროდ მომავალ ტრაილერს შეასკდა. არასრულწლოვანს ამ შემთხვევის დროს გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტიუმენ-ომსკის გზატკეცილზე 16 წლის გოგონა მოპედით გადავიდა შემხვედრ სავალ ნაწილზე და კინაღამ შეეჯახა 1971 წელს დაბადებული მამაკაცის "ჰავალის" მარკის მსუბუქ ავტომობილს.ხოლო კონტროლის დაკარგვის შემდეგ არასრულწლოვანი დაეჯახა საპირისპირო მიმართულებით მიმავალ „ივეკოს“ მარკის ტრაილერს, რომელსაც მართავდა 1978 წელს დაბადებული მამაკაცი. შემთხვევის შედეგად გოგონა მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. მიმდინარეობს შემდგომი გადამოწმება, რის შედეგადაც მიიღება საპროცესო გადაწყვეტილება." 475 2-ს მოსწონს
|