x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ბორის ელცინს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და მდინარეში გადააგდეს-დღემდე დაუდგენელი ინციდენტის დეტალები
image

ინციდენტი, რომელიც 35 წლის წინ, 1989 წლის 28 სექტემბერს შეემთხვა რუსეთის მომავალ პრეზიდენტს ბორის ელცინს, დიდხანს იყო განსჯის საგანი.


ეს ინციდენტი ვრცლად და დეტალურად განიხილეს სსრკ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რომელიც გადაიცა ცენტრალური ტელევიზიით და ასევე გამოქვეყნდა ცენტრალურ პრესაში. ამ ტიპის საჯარო დისკუსია სსრკ-ის უმაღლესი სახელმწიფო და სამთავრობო ორგანოების პრაქტიკაში აქამდე არ ყოფილა.

თავად ელცინის თქმით, მან გადაწყვიტა საკუთარი მეგობრის, სერგეი ბაშილოვის აგარაკზე მონახულება.ფეხით გასეირნება მოინდომა, ამიტომ მძღოლი სამსახურებრივი მანქანით გაუშვა. ელცინს მოულოდნელად უცნობი პირები თავს დაესხნენ, ძალით ჩასვეს "ჟიგულის" მარკის მანქანაში, თავზე ტომარა ჩამოაცვეს, შემდეგ კი ხიდიდან მდინარე მოსკოვში გადააგდეს. ელცინმა თავის დახსნა მოახერხა და გადარჩა. ეს ვერსია ეჭვქვეშ დადგა სსრკ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. რა მოხდა სინამდვილეში დღემდე გაურკვეველი რჩება.




უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიხეილ გორბაჩოვმა მოითხოვა მოესმინა ინფორმაცი ამ ინციდენტის შესახებ:


სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ბაკატინი:


" მოსკოვის რეგიონული აღმასრულებელი კომიტეტის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის, ჩერნოგლაზოვის 29 სექტემბრის წერილობით და ზეპირ მოხსენებით, ინციდენტი მოხდა 1989 წლის 28 სექტემბერს, 23:10 საათზე. ელცინი სამთავრობო აგარაკებიდან მილიციის პოსტთან სველი ტანსაცმლით მივიდა. მან უთხრა მილიციელებს ტუმსკის და კოსტიკოვს, რომ მიდიოდა მისი მეგობრის აგარაკზე და ამ დროს მას თავს დაესხნენ. ელცინის თქმით, თავდამსხმელებმა ის მანქანაში ჩასვეს, გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, შემდეგ თავზე ტომარა ჩამოაცვეს და მდინარე მოსკოვში გადააგდეს. ელცინმა ასევე თქვა, რომ მან მოახერხა ხიდიდან 300 მეტრის დაშორებით ნაპირზე გასვლა, რის შემდეგაც პოლიციის საგუშაგოზე წავიდა.

ბაკატინმა დასძინა, რომ მილიციელები ელცინს ტანსაცმლის გაშრობაში დაეხმარნენ და ჩაი დაალევინეს. ელცინმა სთხოვა, არავისთვის ეთქვათ მომხდარის შესახებ.


სამართალდამცავებმა დარეკეს ელცინის მიერ მითითებულ მეგობრის აგარაკზე, მაგრამ მითითებული პირი იქ ვერ აღმოაჩინეს. აგარაკების დიასახლისმა განაცხადა, რომ მითითებული პირები იმ დროს საავადმყოფოში იმყოფებოდნენ. 30-40 წუთის შემდეგ უცნობი მამაკაცი "ნივით" მილიციის განყოფილებაში მივიდა, 10 წუთის შემდეგ კი ავტომობილი "ვოლგით" მივიდნენ ელცინის ცოლი, ქალიშვილი და სიძე. ღამის პირველ საათზე ყველა წავიდნენ.

ბაკატინმა დეპუტატებს აცნობა, რომ, მიუხედავად ელცინის მოთხოვნისა, ეს ამბავი არ გახმაურებულიყო, მილიციამ მაინც შეატყობინა ამის შესახებ თავის უფროსებს საპატრულო სამსახურის წესდების 127-ე პუნქტის შესაბამისად.

ოფიციალურმა გამოძიებამ თავდასხმა არ დაადასტურა. ელცინის სამსახურებრივი მანქანის მძღოლმა კატეგორიულად უარყო ელცინის მონათხრობი, რომ მძღოლმა ის სოფელში აგარაკების შესასვლელთან ჩამოსვა და ასევე უარყო, რომ მათ რაიმე მანქანით მისდევდნენ. მან განაცხადა, რომ ელცინი საგუშაგოზე ჩამოსვა, ელცინმა მას თან ჰქონდა ყვავილების ორი თაიგული, რომელთაგან ერთი მოგვიანებით საგუშაგოდან 900 მეტრში იპოვეს. მდინარის მახლობლად მდებარე ტერიტორიის შესწავლამ, რომელზეც ელცინმა მიუთითა, აჩვენა, რომ ხიდიდან გადაგდებული ადამიანს მძიმე ფიზიკურ დაზიანებებს მიიღებდა, ვინაიდან ხიდი 15 მეტრის სიმაღლისა და მხოლოდ 1, 5 მეტრის სიღრმის იყო.

ბაკატინმა თქვა, რომ ელცინს პირადად ესაუბრა და დაადასტურა, რომ მსზე თავდამსხმა არ მომხდარა.

თავად ელცინმაც ისაუბრა ბაკატინის მოხსენებაზე .

"როცა მეორე დღეს დამირეკა, მე ვუთხარი მინისტრს, ასევე გამომძიებელს და მრავალი მედიასაშუალების წარმომადგენელს, რომ ჩემზე თავდასხმის ფაქტი არ ყოფილა, წერილობითი განცხადება არ გამიკეთებია, არსად მიმიმართავს. არც რაიმე პრეტენზია მაქვს შინაგან საქმეთა ორგანოების მიმართ. "


თუმცა მიტინგებზე და წინასაარჩევნო პერიოდში ხალხის წინაშე გამოსვლის დროს ელცინი ისევ აღნიშნავდა, რომ მასზე სინამდვილეში თავდასხმა მოხდა, ხოლო კონკურენტები მასზე ბოროტ ჭორებს იგონებენ.


"კგბ-ში სპეციალური თათბირი დაინიშნა, რათა დაევალებინათ ჩემზე ჭორების გავრცელება, რომ ელცინი სადღაც დათვრა და სადღაც ქალეში გაძვრა. მათ უკვე გადალახეს ყველა ზღვარი, როდესაც ამ რისხვამ, როგორც ჩანს, დაჩრდილა მიზეზი, დაჩრდილა გონივრული ქმედებები. მათ ბოროტებას საზღვარი არ აქვს, უკვე აშკარა დევნაში გადაიზარდა იმ დეპუტატის დისკრედიტაციის მიზნით, რომელიც დიდი ხანია მათ, ასე ვთქვათ ყელში ამოუვიდათ".


ელცინის უშიშროების სამსახურის უფროსის ალექსანდრე კორჟაკოვის მონათხრობი:

"სასწრაფოდ მივედი უსპენსკის პოსტზე და სამარცხვინო სურათი დავინახე. ბორის ნიკოლაევიჩი გაუნძრევლად იწვა მილიციელების გრძელ სკამზე, მხოლოდ სველი თეთრი ტრუსი ეცვა. დაბნეულმა მილიციელებმა მას ბუშლატა გადააფარეს და გვერდით გამათბობელი დაუდგეს. მაგრამ ელცინის სხეული უჩვეულოდ ლურჯი იყო, თითქოს სპეციალურად მელნით იყო გაჟღენთილი. შემამჩნია, ბორის ნიკოლაევიჩმა ტირილი დაიწყო: "საშა, შეხედე, რა მიქნეს..."

ელცინის ამბის კომენტირებისას, კორჟაკოვი წერს, რომ მასში „თითქმის ყველაფერი უცნაურად ჩანდა“, კერძოდ ის დეტალი, რომ თავდამსხმელებმა ელცინის თავზე ტომარა ჩამოაცვეს და შეუკრეს, მაგრამ მან წყალში ყოფნისას მოახერხა მისი გახსნა. კორჟაკოვის თქმით, პროფესიონალი მკვლელები ტომარის შეკვრაში ასეთი უმეცრები ვერ აღმოჩნდნენ.

„მეორე დილით მივედი იმ ადგილზე, სადაც, ელცინის თქმით, ის წყალში ჩააგდეს . ძნელია გადარჩე, რადგან ხიდის სიმაღლე ექვსი მეტრია, ხოლო მდინარე მაგ ადგილზე მეჩხერია - მაქსიმალური სიღრმე დაახლოებით მეტრი“
image

ვერსია საყვარლის შესახებ



პრესაშიც განიხილეს ვერსია, რომ იმ დღეს ელცინი საყვარლის სანახავად მიდიოდა. ამავდროულად, ისინი მიუთითებენ ელენა სტეპანოვაზე, რომელიც სვერდლოვსკში ელცინის მეგობრების, ბაშილოვების აგარაკის დიასახლისი იყო. თავად სტეპანოვა უარყოფს ახლო ურთიერთობას, მაგრამ აღიარებს, რომ ლუბიანკაში ექვსი საათის განმავლობაში დაკითხეს. იგი იძლევა მოვლენების ამ ვერსიას:

"რაღაც ფარული შეხვედრა ჰქონდა ვიღაცასთან ღამით.. თხრილში ჩავარდა, შემდეგ კი ჩვენს მილიციის პოსტს მიაღწია. ბიჭებმა თქვეს, რომ ტალახში იყო ამოგანგლულიო"

როდესაც კორესპონდენტმა ჰკითხა, რომ ელცინი იმ დროს ალკოჰოლს არ სვამდა, სტეპანოვას გულიანად გაეცინა: „რას ამბობ!“


0
665
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
665
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0