შოუბიზნესი ამ ხრიკებით გაცილებით გამხდრები და ლამაზები ჩანან 9 ოქტომბერი, 11:28 მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან. პრიალა ჟურნალები გვაფიქრებინებს, რომ ვარსკვლავები სრულყოფილები არიან. მაგრამ პაპარაცები ანადგურებენ ამ მითს. ზოგიერთი ჩვენგანი თანდათან იწყებს აღიარებას, რომ იდეალური ადამიანი არ არსებობს. ვარსკვლავებიც ისეთივე მოკვდავები არიან გადატანილი ტრავმებით და ნაწიბურებით, თანდაყოლილი პათოლოგიებით, თმით, ჭარბი ოფლით თუ ზედმეტი წონითა და ცელულიტით და მათაც უხდება ამით ცხოვრება ან ამ ყველაფერთნა გამკლავების გზების პოვნა. სწორედ დღევანდელ სტატიაში ნახავთ პაპარაცების აღმოჩენას, თუ რას აკეთებენ იმისათვის ჩვენი კუმირი ცნობილები, რომ უფრო მოხდენილად გამოიყურებოდნენ. ამ ხრიკებით გაცილებით გამხდრები და ლამაზები ჩანან208 3-ს მოსწონს
|