x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139025
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512592
"ის სკეჩი ნამდვილად არის უზნეობა, ამას წყალი არ გაუვა"- რა სკეჩზე საუბრობს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პარტია "ქართული ოცნების" ახალ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:


"ბანერების თემას სახელისუფლებო პროპაგანდა 2008 წელს ზელენსკის და მისი მეგობრების მიერ გაკეთებული იუმორისტული სკეჩით აპრავებს, სადაც ომის თემაზე დაგვცინიან.


ის სკეჩი ნამდვილად არის უზნეობა, ამას წყალი არ გაუვა. სკეჩი არამხოლოდ მორალურადაა მძიმე, არამედ პოლიტიკურადაც, რადგან პირდაპირ რუსეთის პროპაგანდას იმეორებს, რომ ქართულ მხარეს ამერიკელები მართავდნენ და მათ აიძულეს ომი (ანუ იგივეს, რასაც დღეს ამბობს "ოცნება").


მაგრამ ვინ იყო ზელენსკი მაშინ? ერთი კომიკოსი. როგორ შეედრება ერთმანრთს კომიკოსის სკეჩი (რომელიც მაშინ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ პრეზიდენტი გახდებოდა) და ქვეყნის მმართვრლი პარტიის მიერ დაგეგმილი კამპანია?


საქართველოში რომ ეს ბანერები, რომელიმე კომიკოსს გამოეფინა, მასაც გავაკრიტიკებდით, მაგრამ ეს ქვეყნის ოფოციალური პოზიცია ხომ არ იქნებოდა და ყველას ხომ არ შეგვრცხვებოდა მის მაგივრად? ქვეყნის მთავრობის საქციელი და მსახიობის საქციელი ერთი და იგივე სიმძიმისაა?"- წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ქუჩებში პარტია "ქართული ოცნების" ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელსაც აწერია "არა ომს! აირჩიე მშვიდობა!". ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბანერის ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები, ინფრასტრუქტურული ნაგებობია ასახული, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს ქალაქები. დაბომბილი უკრაინის ქალაქები წარმოდგენილია შავ-თეთრი ფოტოებით, საქართველოსი კი - ფერადით.






0
253
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
253