ფოტოგრაფია არც დადგმა, არც მონტაჟი! ფოტოსურათები რუბრიკიდან – "შემთხვევითი ფოტო" 28 სექტემბერი, 9:00 ფოტოგრაფი ედას ვონგი (Edas Wong) ისეთ უნარს ფლობს, რომელიც ბევრ ადამიანს არ გააჩნია – მას ქუჩაში შემთხვევითი დამთხვევების დანახვა შეუძლია. ფოტოაპარატით შეიარაღებული ედასი, ყველაფერს აკვირდება რაც მის ირგვლივ ხდება და საინტერესო კადრის დასაფიქსირებლად, მომენტს არ უშვებს ხელიდან. ფოტოგრაფი ძალიან მარტივად პოულობს ამ საოცარ და ზოგიერთ შემთხვევაში, სურეალისტურ მომენტებს და მანამდე იჭერს მას, ვიდრე გაქრობას მოასწრებს. ედას ვანგი ჰონკონგში ცხოვრობს და ძირითადად ქუჩაში იღებს. თავდაპირველად, ის პეიზაჟებზე მუშაობდა, მაგრამ 2011 წლიდან, ანრი კარტიე-ბრესონის ნამუშევრებით შთაგონებულს, ქუჩის ფოტოგრაფია შეუყვარდა. ვონგი აღიარებს, რომ საინტერესო კადრის გადაღება, მეტწილად იღბალზეა დამოკიდებული და გადაღებული მასალის მხოლოდ 1% შეიძლება, რომ მართლაც ფასეული იყოს. იღბალი კი, როგორც ფოტოხელოვანმა აღნიშნა, პირდაპირ კავშირშია, იმ დროსთან, რომელსაც ის გადაღებაზე ხარჯავს. ის დარწმუნებულია, რომ კარგი ფოტოს გადასაღებად, გონების მოდუნება და მისი სხვა აზრებისგან გაწმენდა, ანუ სრულად პროცესზე ორიენტირება არის საჭირო.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |