x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"როცა მოზარდი ვიყავი, დედა ბრიტნი სპირსის კონცერტზე წასვლას მაიძულებდა " - ავრილ ლავინი: ფაქტები და ციტატები
imageავრილ ლავინი არის ლეგენდა 2000-იანების მოზარდებში, ახალი საუკუნის კონკია და მთელი ეზოს ბიჭებისა და გოგონების კერპი. დღეს 27 სექტემბერს, მას 40 წელი შეუსრულდა, დაიბადა კანადაში, ონტარიოს პროვინციაში, პატარა ქალაქში ბელვილში, სადაც 55, 000 ათასი მოსახლე ცხოვრობს.


მიუხედავად იმისა, რომ მასზე დღეს ცოტას საუბრობენ, ", He was a boy, she was a girl" ყველას ახსოვს.


image

ფაქტები



*ავრილ ლავინი იყო ლაურატი და იყო ნომინინანტი 100-ზე მეტ ჯილდოზე მთელს მსოფლიოში, მათ შორის რვა გრემის ნომინაციაში.



*ლავინის ხუთი სიმღერა - Complicated, Sk8er Boi, I'm With You, My Happy Ending და Girlfriend - მსოფლიო ჩარტების სათავეში მოექცა.


*ერთხელ, კონცერტის დროს, მომღერალს მიკროფონი აუფეთქდა და ცხვირზე პატარა ნაიარევი დაუტოვა.


*მომღერლის საყვარელი საჭმელია კანადური კერძი სახელად

«poutine» რომელიც შედგება ხაჭოსა და კარტოფილისგან.


*ბავშვობიდანვე ავრილი ავტოგრაფების ხელმოწერაზე ვარჯიშობდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მომავალში პოპულარული გახდებოდა.



*ავრილ ლავინს აქვს საკუთარი ტანსაცმლის კოლექცია სახელწოდებით "Abbey Dawn".


*2010 წელს მან შექმნა Avril Lavigne Foundation. ამ ორგანიზაციის მიზანია გაახაროს და მხარი დაუჭიროს იმ ადამიანებს, რომლებიც რთულ სიტუაციებში აღმოჩნდებიან.


*მის მშობლიურ ქალაქში, ავრილის საპატივცემლოდ მისი სახელი დაარქვეს - პიცას.


*2014 წელს მომღერალს დაუდგინდა მძიმე ინფექციური დაავადება - ლაიმის დაავადება (ენცეფალიტის ტკიპის ნაკბენი).

image

ციტატები



*ცნობადობა უცნაური რამ არის. ხანდახან ადამიანები შენ მიმართ სასტიკები არიან, ისე განსჯიან, თითქოს ამის უფლება აქვთ. თქვენ უნდა იყოთ ძლიერი ადამიანი, რომ გაუძლოთ ამ ყველაფერს.


image

*რატომ უნდა მაინტერესებდეს რას ფიქრობენ ჩემზე სხვები? მე ვარ ის, ვინც ვარ. და ასევე ისეთი, როგორიც მინდა ვიყო.


*არ არის საჭირო ვინმეს მიბაძოთ, თუნდაც მე. იყავი თვითმყოფადი!


*ყოველ პირველ სექტემბერს, როცა სკოლაში უნდა წავსულიყავი, დედაჩემი ჩამაცვავდა ფურფუშებიან კაბას და ხელჩაკიდებული მივყავდი სკოლისკენ. ნამდვილი საგიჟეთი, ამას მწყობრიდან გამოვყავდი!


*თინეიჯერობისას დედა მაიძულებდა ბრიტნი სპირსის კონცერტზე წასვლას. მე ვუთხარი : "კარგი რა, დედა, არ მინდა იქ წასვლა". მან კი მიპასუხა: "წადი, შენ მომავალი შემსრულებელი ხარ, შენ უნდა ნახო, როგორ გამოდიან სხვები".


0
175
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0