x
მეტი
  • 20.10.2024
  • სტატია:137718
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511568
“ჩემი ენაა ჩემი მტერი, მაგრამ როგორ არ ვთქვა?” - რას წერს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის გიორგი გახარიას პარტიაში შესვლას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


"ჩემი ენაა მოკლედ ჩემი მტერი, მაგრამ როგორ არ ვთქვა? აგერ გამომეცხადა კვლავ ძიძიგური, ამჯერად გახარიას სიაში ყოფილა.


რა დამავიწყებს სამტრედიის რკინიგზა რომ გადაკეტა 90–იანებში რუსეთის დასაშლელად და მერე ჩვენ რომ დავიშალეთ, შემდგომ გამსახურდია იმ დონეზე გააცოფა, ცხონებულმა გროზნოში მოიწვია სესია და ისე გარიცხა თავის პარლამენტიდან, მერე შეეტენა სააკაშვილს დაირტყა დეპუტატობა, შემდგომ აეკიდა პატარკაციშვილს, რას დაირტყავდა ხვდებით, ამის მერე იყო ახლა გრეჩიხას ბლოკში ამოყო თავი, მერე მიადგა ბიძინას, გახდა მისი პარლამენტის ვიცე–სპიკერი, ახლა ისევ თვალთხარიასთან.


მოკლედ აი ამ პერსონის მაგალითზე მომავალი თაობა მიხვდება რატომ დაიღუპა საქართველო, რატომ გაჭუჭყიანდა ყველა ზნეობრივი იდეალი."- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.


როგორც გუშინ გახდა ცნობილი გიორგი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის", "ქართული ოცნების" სამი ყოფილი დეპუტატი – დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად ძიძიგური და ლევან გოგიჩაიშვილი შეურთდნენ.











0
82
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
82