საქართველო "ესეც პრეზიდენტობაზე ჩალიჩობს!..მეო, მარტო ვეტოების დადება მეხერხებაო... შენც ხო ეგრე ხარ, სალომე ბაბო?"-გელა ზედელაშვილი 26 სექტემბერი, 15:19 "ოპაააააააა!
ესეც პრეზიდენტობაზე ჩალიჩობს!
გატყუებენ, სალომე ბაბოოოოოოოოოოოო!
ამან, მე მარტო ვეტოები მეხერხებაო, თქვენი დეპუტატობა არ მინდაო, პრეზიდენტად რო ვმუშაობდი, ეგ ყველაზე მაგარი იყო-ვო, ვისაც მინდოდა, იმას გამოვუშვებდი ციხიდანო, დავკრამდი ფეხსა და სადაც მინდოდა, იქ გადავფრინდებოდიო, ზოგი კარტოფილს მატანდა, ზოგი ძეხვეულს, ზოგი კიდე ვისკსა და ღოღონოშოსო.
გეცილება, სალომე ბაბოოოოო!
ეგრე ვატყობ, თამაშგარეში გტოვებენ, ახლავე გადაურეკე საფრანგეთის “ნაჩალნიკს'', ამათ პოლიტიკა შეაცვლევინოს, თორემ დაგრჩნენ გორჯესტანები უმუშევრები. ოთარა კიდე იზამს რაღაცას, ჯიბიდან გავარდნილი ოღრაშია, მაგათ რა ეშველებათ?
ჰაიმეეეეეეეეეე!
მეო, მარტო ვეტოების დადება მეხერხებაო... შენც ხო ეგრე ხარ, სალომე ბაბო? აბა, ვეტოების ორი დამდებელი ხო არ გვეყოლება? იღონე რამე, ხვალვე დაიბარე მამუკა ხაზარაძე და მოსთხოვე ახსნაც და განმარტებაც!"-წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა " ლიდერის " ხელმძღვანელი გელა ზედელაშვილი.
შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილი "ლელოს" შეუერთდა. საქართველოს მე-4 პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძემ გორში, ამომრჩეველთან შეხვედრისას წარადგინა.
"ეს გაერთიანება არის ის, რასაც ძალიან დიდი ხანი ელოდა ქართველი ამომრჩეველი. არ შეიძლება, პრობლემებით დამძიმებული, ხშირად, ძალიან სერიოზული პრობლემებით დამძიმებული ხალხი მართავდეს სახელმწიფოს. ერთად ვიდგებით საქართველოს დასაბრუნებლად და საქართველოს ასაშენებლად, " - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გორში. ხაზარაძე - ჯაფარიძის კოალიციას საარჩევნო სია ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია. 123 2-ს მოსწონს
|