x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138355
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512020
„მთავარი არხის” რეკლამების რაოდენობის ზრდა თვის ბოლოს ჩემთვისაც კარგია“ - გვარამია
image

.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ წამყვანმა მის საავტორო გადაცემაში „ეკა კვესიტაძის განსხვავებული აქცენტები“, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას სტუმრობისას განაცხადა, რომ მის ეთერში რეკლამის დრო იყო, რადგან რეკლამების რაოდენობა მომრავლდა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რაც მისთვის ცუდია, მაგრამ ტელევიზიისთვის კარგი.

.


ეკა კვესიტაძის საპასუხოდ ნიკა გვარამიამ თქვა, რომ რეკლამების რაოდენობის ზრდა თვის ბოლოს მისთვისაც კარგია, რაზეც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ სტუმარი დირექტორის პოზიციიდან საუბრობდა.

ნიკა გვარამიამ წამყვანს შეუსწორა, რომ მან არა როგორც დირექტორმა, არამედ როგორც ყოფილმა დირექტორმა უპასუხა.

.

აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა 2024 წლის თებერვლიდან დატოვა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების შედეგად პატიმარმა გვარამიამ ციხე დატოვა და ღიად განაცხადა, რომ პოლიტიკაში წასვლა სურდა. ამის შემდეგ კი პარტია ახალი დააფუძნა.

.
ამაში მგონი ეჭვი არავის ეპარება, რომ მან [გვარამიამ] ფორმალურად გადააფორმა თავის მეუღლეზე წილები, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხეს, რას ფიქრობს ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომელიც წამოსცდა, რომ ის ფულს იღებს მედიისგან და რადგან ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიის დაფინანსების წყაროდ გვევლინება მედია, არის თუ არა ეს დარღვევა და რასთან გვაქვს საქმე.

.

„ამაში მგონი ეჭვი არავის ეპარება, რომ მან [გვარამიამ] ფორმალურად გადააფორმა თავის მეუღლეზე წილები. მისი არის ეს ტელევიზია თავისი შემოსავლით, გასავლით და სარედაქციო პოლიტიკით. უცხოელები ფიქრობენ, რომ ქართული საზოგადოება ტყუვდება და ვინმე ფიქრობს, რომ „მთავარი არხი“ ვინმე სხვისია?! მგონი ახალი არაფერი უთქვამს [გვარამიას], უბრალოდ ამ დროს გეღიმება ადამიანს, როდესაც თავად ასეთი წამოცდენები აქვთ. თუ რაიმე დარღვევაა, ამას შესაბამისი გამოხმაურება ექნება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ წამყვანმა მის საავტორო გადაცემაში „ეკა კვესიტაძის განსხვავებული აქცენტები“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას სტუმრობისას განაცხადა, რომ რეკლამების რაოდენობა მომრავლდა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რაც მისთვის ცუდია, მაგრამ ტელევიზიისთვის კარგი.

0
162
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0