x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ჰოლივუდის ოქროს ხანა - რა ხრიკებს მიმართავდნენ ლამაზმანები, გაოცდებით
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.




image



იმ ეპოქაში, როდესაც კოსმეტოლოგია, გულწრფელად რომ ვთქვათ, არც თუ ისე განვითარებული იყო, თავად ჰოლივუდის დივებმა გამოიგონეს "სილამაზის რეცეპტები". გაგიკვირდებათ და მათთვვის ხელმისაწვდომი, მხოლოდ საპარსები და ქინძისთავები იყო.




მოდით, ვნახოთ თუ რა ხრიკებს მიმართავდნენ ჰოლივუდის ოქროს ხანის ლამაზმანები.




ჰოლივუდის ოქროს ხანა - რა ხრიკებს მიმართავდნენ ლამაზმანები, გაოცდებით





1. ოდრი ჰეპბერნი. image

იდეალურად განცალკევებული წამწამების მისაღწევად ოდრი ტუშის წასმის შემდეგ თითო წამწამს ქინძისთავით გამოყოფდა. საშინელებაა იმაზე ფიქრი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ხელი რომ აკანკალებულიყო...






2. მერილინ მონრო. image

მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა ქერამ გამოიგონა ტუჩების კონტური: ისინი უფრო სავსე რომ გამოჩენილიყო, მერილინმა გარე კუთხეებზე მუქი პომადა წაისვა, ცენტრალურ ნაწილს კი უფრო ღიად იღებავდა და შემდეგ ფარავდა პრიალა საცხით.






3. ელიზაბეტ ტეილორი. image

სახიობი მთელი ცხოვრება იპარსავდა სახეს, ფაქტობრივად - საპარსით მთელ კანს იპარსავდა, რათა მოეშორებინა ეგრეთ წოდებული ბუსუსა თმები, რომელიც საშინლად მახინჯად მიაჩნდა.






4. გრეის კელი. image

სწორედ გრეისმა გამოიგონა კონტური რუჟით: მან გამოიყენა სხვადასხვა ჩრდილები ლოყის ქვეშ, ლოყის ძვლის ზემოთ და ლოყის თავებზე, რამაც მის სახეს მეტი სილამაზე შესძინა.






5. ბეტ დევისი. image

ლამაზმანს მხოლოდ ზურგზე ეძინა, ქუთუთოებს წვრილად დაჭრილი კიტრით იფარავბდა, დილით კი ქვედა ქუთუთოზე ვაზელინს ისვამდა, რათა პატარა ნაოჭები დაემალა.






6. გლორია გრეხემი. image

მსახიობს სჯეროდა, რომ მისი ზედა ტუჩი ქვედა ტუჩთან შედარებით საკმარისი ზომის და მოცულობის არ იყო და დახვეულ ხელსახოცს ტუჩის ქვეშ, კანსა და ღრძილს შორის ითავსებდა!






7. სოფი ლორენი. image

დიდებულ მსახიობს ყოველთვის თან ჰქონდა ზეითუნის ზეთის ბოთლი, რომლითაც საათში ერთხელ მაინც იტენიანებდა კანს სახესა და ხელებზე.






8. ინგრიდ ბერგმანი. image

ინგრიდს ეგონა, რომ ძალიან დაბალი შუბლი ჰქონდა, ამიტომ ყოველ დილით 2 სანტიმეტრზე თმას იპარსავდა. ვარსკვლავის საიდუმლოს შესახებ მხოლოდ მისმა უახლოესმა ადამიანებმა იცოდნენ!






9. გლორია სვენსონი. image

გლორია დარწმუნებული იყო, რომ კანს სჭირდებოდა იგივე კვება, როგორც მთლიან სხეულს. ამიტომ ის მიირთმევდა ძირითადად ბოსტნეულს, საიდანაც სახის ნიღბებსაც ამზადებდა.






10. მეი ვესტი. image

შესაძლოა, მეი გახდა ქოქოსის ზეთის შესანიშნავი თვისებების აღმომჩენი: მან დაიბანა სახე მისით, გამოიყენა როგორც სახის კრემი, თმის ნიღაბი და ტუჩის ბალზამი.






11. გრეტა გარბო. image

დიდმა გარბო თვალის ლაინერის წასმამდე ვაზელინს ისვამდა ქუთუთოებზე და მხოლოდ ამის შემდეგ იტუშავდა.






12. რიტა ხეივორტი. image

რიტა ყველაზე მეტად ამაყობდა თმით და მას საკუთარი მეთოდით უვლიდა: დაბანის შემდეგ მცენარეულ ზეთს ისხურავდა, პირსახოცში ახვევდა თმას, შემდეგ კი ცხელი წყლით და ლიმონით ჩამოიბანდა.






13. ვივიენ ლი. image

მსახიობი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიწყო ტუჩების მთლიანად დაფარვა ტონალური კრემით, შემდეგ კი ოდნავ უფრო დიდ მოცულობად შეღებვა, ვიდრე ტუჩი ჰქონდა.






14. კეროლ ლომბარდი. image

კეროლს ეგონა, რომ მისი ცხვირი არ იყო იდეალურად სწორი და გაარკვია, როგორ გაესწორებინა იგი ოპტიკურად: მან ცხვირის ძვალი თეთრი ფანქრით დაფარა და მხოლოდ ამის შემდეგ იკეთებდა მაკიაჟს.






15. მარლენ დიტრიხი. image

მარლენმა ამოიღო სიბრძნის კბილები ლოყების უკეთ წარმოჩენისთვის და შემდგომში გამოიყენა წებოვანი ლენტი სახის ლიფტინგის სიმულაციისთვის.


0
268
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0