x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139020
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
"ქალო, საქართველო რომ ჩრდილო კორეა იყოს, ამდენს ვინ გაჯღანავებდა"-გელა ზედელაშვილი
image

"ჯღანა ვანო და ჯღუნა ლელა!


ესე იგი, ჯღანა ვანოს თავის უნიჭო გადაცემაში მიუწვევნია ეს ქალი, რომელსაც არც იუმორი აქვს, არც მეტყველება, არც გამომეტყველება, არც არაფერი, ყვება რაღაცებს და არ იცის, რას ყვება, რას მიედება და მოედება.

ჰოდა, იძახის - საქართველო უკვე დაემსგავსა ჩრდილო კორეასო.


(ჯღანა ვანო იფხრიწება)

აეგრეო, ბიძინა ივანიშვილმა საქართველო დაამსგავსა ჩრდილო კორეასო.

(ჯღანა ვანო ისევ იფხრიწება)

ერთხელაცო, მე და ხათუნა ლაგაზიძე ვსხედვართ “ქუხნაში'' და უცებ ვიგრძენით, რომე საქართველო დაემსგავსა ჩრდილო კორეასო.

(ჯღანა ვანო იფხრიწება)

ხათუნამ მითხრა, რაღაცა უნდა ვიღონოთ, თორემ ამ ჩრდილო კორეაში ევროპას საერთოდ ვეღარ ვხედავო. მეც მივიხედ-მოვიხედე და მართლაც, ევროპა ვეღარსად დავინახეო.

(ჯღანა ვანო იფხრიწება)

მოკლედ, წავედით მე და ლაგაზიძე ევროპის საძებნელადო... მივედით ლანა ღოღობერიძესთანო.

(ჯღანა ვანო იფხრიწება... ევროპას რომ ეძებ და ლანა ღოღობერიძეს მიადგები, სასაცილოა, მა რა არი?)

სუხიშვილებთანაც მივედითო. ყველა ცნობილ ადამიანთანო. რაც მართალია, მართალია, ხრუშჩოვთან არ მისულან. ბოლოს დაუკაკუნებიათ სალომე ბაბოს კარზე, ევროპას ვეძებთ და აქეთ ხო არ ჩამოუვლიაო? ჰოოო, მა რაააა, მა საით ჩაივლიდაო? ასე დავაარსეთ პარტია, რომელიც ერთადერთია, ევროპაზე რომ ლაპარაკობსო.

(ჯღანა ვანო იფხრიწება და თან ეკითხება, დანარჩენები რაზე ლაპარაკობენო?)

ქინძზე და ოხრახუშზეო. ამ ქალმაც გამოაჩინა გაცვეთილი კბილები და მოკვდა კინაღამ სიცილით.


ჰაიმეეეეე!

რა მაგარი სასაცილო იყო, იცით?

იმდენი ვიცინე, ბოლომდე ვერ ვუყურე.

ქალო, საქართველო რომ ჩრდილო კორეა იყოს, ამდენს ვინ გაჯღანავებდა და მკვდარ პარტიას ვინ დაგარეგისტრირებინებდა?"'წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" დირექტორი გელა ზედელაშვილი.


0
204
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0