x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ეს მეთოდი სამუდამოდ დაგავიწყებთ გაციების ჩაის
გრილი ამინდები წლის ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია. ჩვენი ორგანიზმი ვერ ასწრებს შეცვლილ კლიმატთან ადაპტირებას და მრავლად ვაწყდებით ადამიანებს, რომელთაც აღენიშნებათ ხველა და გაციება. ამ დროს, ყველაზე ადვილად შეუძლია ვირუსებს გავრცელება, რადგან იმუნიტეტი დაქვეითებული გვაქვს. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ამ შემოდგომას მოსალოდნელი გრიპი და გაციება, საჭიროა იმუნიტეტის ამაღლება. თუმცა, დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ დავივიწყოთ გაციების ჩაი.



image


სეზონური გრიპების და გაციების დროს ბევრი ხალხურ მეთოდებს მიმართავს, უმეტესი ნაწილი კი აფთიაქებში ყიდულობს სპეციალურ ჩაის. ჩვენს ჩანთებში არსებული ხსნადი ფხვნილები გრიპთან და გაციებასთან საბრძოლველად გავრცელებულ საშუალებად იქცა: სვამ, თბები, ცოტა ხნით თავს კარგად გრძნობ... მაგრამ ეს წამლები პრობლემას არ ხსნის, მხოლოდ სიმპტომებს ხსნის! ორგანიზმი აგრძელებს ფუნქციონირებას საკუთარ რეზერვებზე, რის გამოც ის კიდევ უფრო სუსტდება.



image



სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ხელნაკეთ, ბუნებრივ და ძალიან გემრიელ საშუალებას გრიპის და გაციების წინააღმდეგ საბრძოლველად. მათი თვისებების ყველაზე ძლიერი ინგრედიენტები კი, რაც მთავარია, ელვის სისწრაფით მუშაობენ!



საჭირო ინგრედიენტები:


2 ც ლიმონი.

2 ს.კ ნატურალური თაფლი.

30-40 გრ კოჭა (იმბირი, ჯანჯაფილი).




მომზადების ტექნოლოგია:


ლიმონი კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. დაჭერით ოთხად და შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან გახეხეთ სახეხზე. თუ უფრო რბილი გემო გირჩევნიათ, სიმწარის გარეშე, ჯერ ლიმონს მოაცილეთ კანი.


კოჭას ფესვი გახეხეთ წვრილ სახეხზე და დაუმატეთ ლიმონის პასტას.


დაუმატეთ თაფლი, აურიეთ ნარევი და მოათავსეთ გასტერილებულ, დახურულ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში.



image


ცივ სეზონზე 2-3 ჩ.კ. არომატული ნამზადი ჩაის ჭიქა თბილ ჩაის ძალიან გაამდიდრებს (არაუმეტეს 40 გრადუსი, რათა თაფლმა არ დაკარგოს თავისი თვისებები) და პრევენციის მიზნით მიიღეთ ჭამის შემდეგ. ამ ვიტამინის მიღებაზე უარს არ იტყვიან არც მოზრდილები და არც ბავშვები!



P.S. ჯანმრთელობას გისურვებთ!



0
242
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0