x
მეტი
  • 27.09.2024
  • სტატია:137283
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511286
ფუტკრებს ორი კუჭი აქვთ - ერთი საჭმელად, მეორე კი ნექტრის შესანახად - საინტერესო ფაქტები ფუტკრების შესახებ



image





ფუტკრებს ორი კუჭი აქვთ - ერთი საჭმელად, მეორე კი ნექტრის შესანახად, რომელსაც ისინი გარდაქმნიან თაფლად, ასევე ცნობილია როგორც "პიკი".
- ფუტკარი 40 დღეზე ნაკლებს ცოცხლობს, სულ მცირე 1000 ყვავილს სტუმრობს და სიცოცხლის განმავლობაში ერთ ჩაის კოვზ თაფლზე ნაკლებს გამოიმუშავებს. ჩვენთვის ეს მხოლოდ კოვზი თაფლია, ფუტკრისთვის კი მთელი ცხოვრების ამბავია.


არსებობს ფუტკრის სხვადასხვა ჯიშები. მეთაფლია ფუტკარი გავრცელებულია სამხრეთ აზიიდან.



რამდენიმე საინტერესო ფაქტი ფუტკრების შესახებ:

  • სამი სახის ფუტკარია: დედა ფუტკარი, მუშა ფუტკარი და მამა ფუტკარი (დრონი)
  • კვერცხებს მხოლოდ დედოფალი დებს სკაში. ის თავის სკასთან ურთიერთობს თავისი განსაკუთრებული სურნელით, რომელსაც ფერომონები ეწოდება.
  • დედა ფუტკარი დღეში დაახლოებით 1500 კვერცხს დებს.
  • მუშა ფუტკარი ყველა მდედრია და ისინი ასრულებენ ყველა საქმეს სკისთვის: დასუფთავება, ჩვილი ფუტკრის კვება, დედა ფუტკრის კვება და ზრუნვა, ყვავილის მტვრისა და ნექტრის უჯრედებში შეფუთვა, უჯრედების დაფარვა, ფიჭის აშენება და შეკეთება და სხვა.
  • სკაში მამრ ფუტკრებს დრონები ეწოდება. დედა ფუტკარს დედოფალსაც უწოდებენ.
  • მამა ფუტრკის საქმე სკაში არის დედოფლის პოვნაა, რომელთანაც შეწყვილდება.
  • მუშა ფუტკარი იშვიათად იკბინება, რადგან კბენის შემთხვევაში თვითონ იღუპება
  • ფუტკრები კლასიფიცირდებიან, როგორც მწერები და მათ აქვთ ექვსი ფეხი.
  • ფუტკრებს ხუთი თვალი აქვთ - ორი რთული თვალი და სამი - პაწაწინა
  • ფუტკარი გადის განვითარების ოთხ ეტაპს: კვერცხი, ლარვა, ლეკვი და ზრდასრული ფუტკარი.
  • ფუტკრები იყენებენ თაფლის უჯრედებს ჩვილების აღსაზრდელად და ნექტრის, თაფლის, მტვრისა და წყლის შესანახად.
  • ნექტარი ტკბილი წყლიანი ნივთიერებაა, რომელსაც ფუტკარი აგროვებს. მას შემდეგ, რაც ისინი ამუშავებენ ნექტარს კუჭში, ისინი აბრუნებენ მას თაფლის უჯრედებში. შემდეგ ისინი ფრთებით ატრიალებენ ზედმეტი ტენიანობის მოსაშორებლად. საბოლოო შედეგი არის თაფლი.
  • ფუტკარი ერთადერთი მწერია მსოფლიოში, რომელიც ქმნის საკვებს, რომლის ჭამაც ადამიანებს შეუძლიათ.
  • თაფლს აქვს ბუნებრივი კონსერვანტები და მასში ბაქტერიები ვერ იზრდება.
  • ეგვიპტეში სამარხებში თაფლი იპოვეს და ის საჭმელად ვარგისი იყო.
  • ფუტკარს შეუძლია 24 კმ საათში ფრენა 15 მილი/სთ სიჩქარით. მისი ფრთები წამში 200-ჯერ ან წუთში 12000 დარტყმას სცემს.
  • ფუტკრებს აქვთ ჩალის მსგავსი ენები, რომელსაც პრობოსცისი ეწოდება. ამის შეშვეობით მათ სითხეების შეწოვა შეუძლიათ.
  • ფუტკრები ატარებენ მტვერს უკანა ფეხებზე, რომელსაც ეწოდება მტვრის კალათა. მტვერი არის ცილის წყარო სკისთვის და საჭიროა ჩვილი ფუტკრის გამოსაკვებად, რათა დაეხმაროს მათ ზრდაში.
  • ზაფხულში სკას შეიძლება ჰყავდეს 50000-დან 80000-მდე ფუტკარი.
  • 1 კგ თაფლის დასამზადებლად ფუტკარმა დაახლოებით 4 მილიონი ყვავილიდან უნდა შეაგროვოს ნექტარი. რისთვისაც საჭიროა 1000-ზე მეტი მუშა ფუტკარი.
  • საშუალოდ მუშა ფუტკარი თავისი სიცოცხლის განმავლობაში თაფლის 1/12-ს ამზადებს.
  • რომ არა ფუტკრების დამტვერვა ბევრი ხილი და ბოსტნეული საჭმელად გამოუსადეგარი იქნებოდა
  • სკიდან ხუთი პროდუქტრი იწარმოება: თაფლი, ფუტკრის ცვილი, მტვერი, პროპოლისი და სამეფო ჟელე.
  • ფუტკრებს აქვთ სპეციალური ჯირკვლები მუცელზე, რომლებიც გამოყოფენ ცვილს, რომელსაც ღეჭავენ ქვედა ყბით და აყალიბებს თაფლის გასაკეთებლად.
  • პროპოლისი არის წებოვანი ნივთიერება, რომელსაც ფუტკრები აგროვებენ ხეების კვირტიდან.
  • ფუტკრები იყენებენ პროპოლისს იმ ადგილების გასამაგრებლად, სადაც წვიმამ შეიძლება გაჟონოს.
  • პროპოლისი თავისი ანტიბაქტერიული თვისებების გამო სამედიცინო სფეროში გამოიყენება.
  • სამეფო ჟელე არის რძისფერი ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება მუშა ფუტკრის თავის სპეციალურ ჯირკვალში. დედოფალი მთელი ცხოვრება სამეფო ჟელეთი იკვებებიან.
  • მიუხედავად იმისა, რომ დათვებს მოსწონთ თაფლი, მათ ურჩევნიათ ფუტკრის ლარვების ჭამა.
  • ყვავილი, საიდანაც ნექტარი შეგროვდა, განსაზღვრავს თაფლის გემოსა და ფერს.



image




image









0
76
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0