სიახლეები ნორვეგია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც შიდაწვის ძრავებზე მომუშავე ავტომობილებზე მეტი ელექტრომობილებია 20 სექტემბერი, 20:56
ნორვეგიაში გზებზე ელექტრომობილების რაოდენობამ ბენზინის მანქანების რაოდენობას გადააჭარბა. ნორვეგიის საგზაო ფედერაციის მონაცემებით, 2, 8 მილიონი რეგისტრირებული კერძო ავტომობილიდან 754, 303 მთლიანად ელექტროა, ხოლო 753, 905 ბენზინზე მომუშავე.დანარჩენი ჰიბრიდული ან დიზელზე მომუშავეა. გავრცელებულია ინფორმაციით, ქვეყანა 2025 წლისთვის გეგმავს მთლიანად უარი თქვას შიდა წვის ძრავებზე მომუშავე ახალი მანქანების გაყიდვაზე.
ნორვეგიამ, 5, 5 მილიონი მოსახლეობით, დაისახა ამბიციური მიზანი, გახდეს მსოფლიოში პირველი რეგიონი, რომელიც მთლიანად შეწყვეტს ბენზინისა და დიზელზე მომუშავე ახალი მანქანების გაყიდვას. ამ გეგმის განხორციელება მიღწეული იქნა საგადასახადო შეღავათებისა და ელექტრომობილების მყიდველებისთვის სხვა წახალისებების ფართოდ დანერგვის წყალობით, რომელიც დიდწილად ფინანსდება ნავთობისა და გაზის მრეწველობის შემოსავლებით. საინტერესოა, რომ "მწვანე მოძრაობის" პირველ დღეებში ნორვეგიელმა გარემოსდაცვითმა აქტივისტებმა პოპულარული მუსიკალური ჯგუფი A-ha-ც მოიზიდეს ელექტრო მანქანების სარგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის. სუფთა ტექნოლოგიებზე გადასვლას მხარს უჭერს 1, 7 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების სუვერენული ფონდი, რომელიც არის ე.წ. "უსაფრთხოების ბალიში" ქვეყნაში ნავთობის მარაგების ამოწურვის შემთხვევაში. ამ ფონდს ასევე უწოდებენ "შავი დღისთვის გადანახულ საპენსიო ფონდს" და მოიცავს ელექტრომობილების მფლობელებისათვის გადასახადებისგან გათავისუფლებას. მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ნორვეგიას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, მეტიც, დიზელის მანქანები უმცირესობაში არ რჩება - თითქმის მილიონია. თუმცა, მათი გაყიდვები სწრაფად ეცემა, აღნიშნავს ნორვეგიის საგზაო ფედერაცია. დარგის მონაცემებით, ნორვეგიაში გაყიდული ათი ახალი მანქანიდან ცხრა ელექტრომობილია. ელექტრომობილების ეს პოპულარობა აიხსნება ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით. კერძოდ, ნორვეგიის ბევრ ქალაქში ელექტრომობილებს უფასოდ შეუძლიათ პარკირება და მათი მფლობელები თავისუფლდებიან საქალაქო გადასახადებისგან. აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში ელექტრომობილების მძღოლები დასამუხტი სადგურების ნაკლებობას უჩივიან, ნორვეგიაში უფასო დამტენები ყველა ქალაქშია ხელმისაწვდომია - მარტო ოსლოში 2000-მდეა. 67 2-ს მოსწონს
|