x
მეტი
  • 27.09.2024
  • სტატია:137283
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511286
„ასე რომც ფიქრობდე, ეს ხმამაღლა რატომ უნდა თქვა თუ დავალება არ გაქვს მიღებული"-ნინო ფოჩხუა

image სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ფორმულას“ ჟურნალისტ ლუკა ტყებუჩავას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც მამუკა მდინარაძის შეკითხვაზე თუ ვინ არიან ქართველი ხალხისთვის ოსი და აფხაზი ხალხი მათი დები და ძმები თუ მტრები უპასუხა, რომ ისინი არიან მტრები:


„ასე რომც ფიქრობდე, ეს ხმამაღლა რატომ უნდა თქვა თუ დავალება არ გაქვს მიღებული.

მაშინ როცა, როგორც არასდროს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ახლოს ვდგავართ ქართველი ხალხის სანუკვარ ოცნებასთან, ქვეყნის გაერთიანების, ისევ აყაყანდა მე-5 კოლონა, ისევ დაიწყო შუღლის გაღვივება. იციან რა, რომ საქართველოს გაერთიანებით, მათი დასასრულის დასაწყისი დაიწყება და ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალონ, მაგრამ იმდენად ძლიერია ქართველისთვის მისი სამშობლოს გამთლიანების სურვილი, რომ ეს მანქურთები ამას ხელს ვერ შეუშლიან, საბედნიეროდ პროცესი დაწყებულია, “- წერს ნინო ფოჩხუა.

ცნობისთვის, როცა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხისას განმარტა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ აფხაზებთან და ოსებთან შერიგების შესახებ გაკეთებული განცხადება, კითხვით მიმართა ჟურნალისტებს - აფხაზი და ოსი ხალხი მათთვის დები და ძმები არიან თუ მტრები, რაზეც „ფორმულას“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, განაცხადა, რომ მისთვის აფხაზები და ოსები მტრები არიან.

აღსანიშნავია, რომ მამუკა მდინარაძემ პასუხის დაზუსტების მიზნით ჟურნალისტს რამდენჯერმე გაუმეორა შეკითხვა, რაზეც ლუკა ტყებუჩავასგან ყველა ჯერზე იგივე პასუხი მიიღო.

„აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან“, - განაცხადა ლუკა ტყებუჩავამ.


0
128
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0