x
მეტი
  • 27.09.2024
  • სტატია:137283
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511286
"მკვლელი როლები": მსახიობები, რომლებიც გადასაღებ მოედანზე კინაღამ გაგიჟდნენ

image


შორიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მსახიობების ცხოვრება - ერთი დიდი წვეულებაა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მათი პროფესია საკმაოდ შრომატევადი და რთული საქმეა, ხოლო ბევრს წარმოდგენაც კი არ აქვს რის ფასად უჯდებათ მათ თითოეული როლის შესრულება. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით მსახიობებზე, რომლებმაც როლებს საკუთარი ფსიქიკაც კი შესწირეს.




ჯარედ ლეტო


image


ფილმ "თვითმკვლელთა რაზმის" გადაღებების დაწყებამდე ჯარედ ლეტომ თავისი პერსონაჟის სიგიჟის სრულად შესაცნობად საკმაოდ ინოვაციური მეთოდები გამოიყენა, ამისთვის კი მან უილ სმიტს ტყვიების მთელი შეკვრა, მარგო რობის კი ცოცხალი ვირთხა გაუგზავნა. დანარჩენმა მსახიობებმა მისგან ვიდეო - მიმართვა მიიღეს, სადაც ლეტო გამოშიგნული ღორის ფონზე მათ ემუქრებოდა.





ნიკოლ კიდმანი


image


სერიალში "დიდი პატარა ტყუილები" სელესტის როლის შესრულებისას ნიკოლ კიდმანმა ნამდვილი ემოციური შოკი განიცადა. ის იმდენად ცდილობდა მთავარი გმირის ტანჯვა და სასოწარკვეთა გაეთავისებინა, რომ ის თავადვე იქცა საკუთარ პერსონაჟად. ამ ყოველივემ კი განაპირობა ის, რომ კიდმანი ფინალურ სცენაში უკვე აღარ თამაშობდა - ის აბაზანის იატაკზე დამხობილი ცხარე ცრემლით შეუჩერებლივ ქვითინებდა, რადგან საკუთარი გმირის ტკივილს მთელი არსებით გრძნობდა.




ჰით ლეჯერი


image



"ბნელი რაინდის" გადაღებისთვის მზადებისას მსახიობი მთლიანად ჩაეფლო როლში და ამ მდგომარეობის შენარჩუნებას საძილე აბების, ტკივილგამაყუჩებლებისა და სედატიური საშუალებების გამოყენებით ახერხებდა. ის ოთახში იკეტებოდა და დღიურში აღწერდა ყველაფერს, რაც ჯოკერს ეხებოდა, თითქოსდა შლიდა საზღვრებს საკუთარ პიროვნებასა და გმირს შორის. სამწუხაროდ, ლეჯერმა საბოლოოდ, მაინც ვერ შეძლო იმის გაგება, თუ რაოდენ წარმატებულად მოახერხა მან ჯოკერის როლის მორგება, ვინაიდან ის ფილმის პრემიერამდე ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა.






ქეით უინსლეტი


image


მსახიობს პრესტიჟული "ოსკარი" ფილმში "მკითხველი" წერა-კითხვის უცოდინარი ზედამხედველის როლისთვის გადაეცა. მსახიობმა, თავისი რთული პერსონაჟის როლის მოსარგებად საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა. შედეგად, ქეითმა ვერც კი შეამჩნია, როგორ შთანთქა ის მისმა გმირმა. გადაღებების დასრულების შემდეგ, უინსლეტს დიდი დრო დასჭირდა, რათა თავისი ცნობიერიდან ჰანა შმიდტის სახება სამუდამოდ გაექრო.




ნიკოლას ქეიჯი



image


"ოსკარის" მფლობელმა ამერიკელმა მსახიობმა ფილმში "ჩიტუნა" ფსიქოპათის საუკეთესო მეგობრის როლი განასახიერა. მსახიობი იმდენად ჩაეფლო საკუთარ პერსონაჟში, რომ მისი ფსიქიკა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მაქსიმალური დამაჯერებლობის მისაღწევად კეიჯმა ანესთეზიის გარეშე ორი კბილიც კი ამოიღო, რათა საკუთარი პერსონაჟის ტკივილი კიდევ უფრო უკეთ შეეგძრნო. მსახიობის თქმით, მთელი გადაღების განმავლობაში ის სულ შიშს ჰყავდა შეპყრობილი.



შელი დიუვალი


image


ფილმის "ნათება" მსახიობი გადაღებების დროს უდიდესი ზეწოლის ქვეშ იყო. რეჟისორი სტენლი კუბრიკი სისტემატურად აგდებდა მას ისტერიკაში მთელი გადამღები ჯგუფის თვალწინ, რათა მსახიობს მთელი ფილმის განმავლობაში ფსიქოპათის შეშინებული ცოლის იმიჯი შეენარჩუნებინა. ფილმზე მუშაობის დასრულების შემდეგ შელი მიხვდა, რომ მას სპეციალისტის დახმარება სჭირდებოდა და დასახმარებლად ფსიქოთერაპევტს მიმართა.










0
700
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
700