x
მეტი
  • 27.09.2024
  • სტატია:137283
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511286
„როგორ გაიმეტა იმ ცხოველმა ეს ულამაზესი გოგო სიკვდილისთვის“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ია ფარულავა?
image

.

ცნობილი ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს. იამ მისი გადაცემის ფარული კონვერტის ძველი ვიდეოც გაგვიზიარა, რომლის სტუმარიც კესარია იყო.

.


„2019 წელი ფარული კონვერტის სტუმარი კესო. ჩვენი ულამაზესი გოგო…როგორ გაიმეტა იმ ცხოველმა ეს ულამაზესი ადამიანი სიკვდილისთვის“, – წერს ია ფარულავა.

.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ბექა ჯაიანს ბრალს ოფიციალურად კანონით დადგენილ ვადაში წაუყენებენ, რის შემდეგაც, სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

.

შემთხვევის ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ მიდის ბრალდებული კესარია აბრამიძის საცხოვრებელ კორპუსთან დაახლოებით, 19:00 საათზე, როგორ ადის ის ლიფტით და დაახლოებით, 15 წუთში კიბეებით როგორ ტოვებს სადარბაზოს.

.

მოკლულის მეზობლების განცხადებით, მათ ყვირილის ხმა გაიგეს, აბრამიძის სახლთან მისულმა მეზობელმა კი ახალგაზრდა ქალი დაჭრილ მდგომარეობაში იპოვა.

მეზობლების განმარტებითვე, აღნიშნულ მამაკაცს ისინი ხშირად ხედავდნენ. მათივე ცნობით, აბრამიძეს ბექა ჯაიანის მხრიდან მუქარაზეც არაერთხელ უსაუბრია. კესარია აბრამიძის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია, ის ექსპერტიზაზე შემთხვევის ადგილიდან გუშინ გადაასვენეს.

.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

.

ვრცელდება ახალი ვიდეო კადრები, სადაც ჩანს თუ რა ხდებოდა კესარია აბრამიძის სახლთან რამდენიმე წუთით ადრე. სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ასახავს ვითარებას ბექა ჯაიანის ლიფტთან მისვლამდე 2 წუთით ადრე, საიდანაც ირკვევა, რომ კესარია აბრამიძეც 7 წუთით ადრე ლიფტით ქუჩაში გავიდა და 2 წუთით ადრე სახლში დაბრუნდა.

.

.

0
408
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
408
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0