x
მეტი
  • 06.02.2025
  • სტატია:139987
  • ვიდეო:351930
  • სურათი:513028
"ყველა დეტალი ვიცი, რა მოხდა სინამდვილეში:" - რა ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე დიდი ოპოზიციური გაერთიანების ჩაშლასთან დაკავშირებით პოსტს ავრეცელებს და წერს რომ სამი დღეა ყველა დეტალი იცის გახარია-ხაზარაძის ვერშემდგარი შეთანხმების შესახებ, თუმცა პროცესისთვის ხელის არ შეშლის მიზნით არაფერს ამბობდა:


"სამი დღეა ყველა დეტალი ვიცი, მაგრამ ხმა არ გამიღია.არ მინდოდა პროცესისთვის ხელი შემეშალა:

რა მოხდა სინამდვილეში:

პრეზიდენტმა პირისპირ დასვა ორი საპირისპირო ბანაკი და ითამაშა მედიატორის როლი.

შესთავაზა მხარეებს პარიტეტი სიებში.(ეს იყო სწორი )

მამუკა ხაზარაძემ, რომელიც ვერ ახტება საკუთარ ეგოს და პირველობის ამბიციას, მოითხოვა 60/40-ზე !

გიორგი გახარია იყო თანახმა(ჰქონდა საკუთარი გუნდის რწმუნებაც) კოალიციაში ურთიერთ წინააღმდეგობის შემდეგ, მომდევნო შეხვედრაზე ხაზარაძემ მაგიდაზე ისევ დადო პრეტენზიების სია-20 ივნისი, წერილი, ანაკლიის პორტი და ა.შ.იმის გამო რომ უპირატესობა მოეპოვებინა, პირდაპირ ვთქვათ, დაიწყო ვაჭრობა!


პასუხად მიიღო გახარიას გუნდის საჯარო განცხადება!


ამ ეტაპზე, პრეზიდენტი ცდილობს, ბოლომდე გამოიყენოს მისი რესურსი და როგორმე დააბრუნოს მოლაპარაკების მაგიდასთან ორივე მხარე!


P.s.ცალკე ანალიზის საგანია ლელოს პატარა ბიჭები, დაყენებული სახეებით კამერებთან და უტიფარი ტყუილებით !!


თქვენ ეგოებს იფხანთ, თუ ოცნების დამარცხება გინდათ, ბოლო ბოლო?!"- წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.



პარტიის "საქართველოსთვის" ცნობით, "ლელოსთან" გაერთიანებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. გახარიას პარტიის ცნობით, "მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია". გახარიას პარტია მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს და თავად "ლელოს" დისკუსიაში მონაწილეობისთვის.


შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ძლიერ საქართველოსა" და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას შორის გაერთიანებაზე მოლაპარაკებები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შუამავლობით მიმდინარეობდა.







0
369
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
369