x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138962
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
"როგორ ბედავთ, თქვე სულ გახრწნილებო? მიმიფურთხებია თქვენი ლეშისთვის"- რამ აღაშფოთა მაია კაჭკაჭიშვილი

image


კომპოზიტორი, მაია კაჭკაჭიშვილი, კესარია აბრამიძის სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ - ერთი მორალისტის სქრინს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აზიარებს და წერს:


image



"-რას გასწავლის უფალი?


-სიყვარულს!


ესაა მთელი არსი უფალში !


ღმერთი არის სიყვარული!


ღმერთი არის თავისუფლება!


თქვე საშიშო ფანატიკოსებო! ვისაც მართლა უნდა რომ სწამდეს ღმერთის და სიყვარულის თქვენს გამო ხდებიან ათეისტები თქვენთან საზიარო რწმენაც რომ არ ჰქონდეთ!
ღმერთს არ უთქვამს შენთვის რომ უფლება გაქვს ვინმე განსაჯო!


ღმერთი პატიობს ყველას ყველაფერს
შენ ვინ ხარ ადამიანო რომ გაბედო და ადამიანს შენი პირადი სამართალი აღუსრულო?


როგორ ბედავთ ღმერთის ხსენებას თქვე ბოროტ სულიანებო! თქვე სულ გახრწნილებო? თქვე მადაბიო ბნელო არსებებო !
თქვენს პაწაწა და სტერილურ ტვინში “უფლის რწმენით” წარმოსახული სამოთხე ჯოჯოხეთია და ჯერ არ იცით !
მიმიფურთხებია თქვენი ლეშისთვის"- წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას 50-მდე სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. სამართალდამცველებმა 37 წლის ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის ფაქტზე მისი მეგობარი მამაკაცი 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს, რომელთანაც მას რამდენიმეწლიანი ტოქსიკური ურთიერთობა აკავშირებდა.







0
989
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
989