ანეკდოტები ღმერთმა დაიბარა ტრამპი, ლუკაშენკო და პუტინი.... 2024, 18 სექტემბერი, 15:00
***ღმერთმა დაიბარა ტრამპი, ლუკაშენკო და პუტინი....
- ცუდი ამბავი მაქვს თქვენთვის: ორ კვირაში სამყაროს აღსასრული დადგება. დაბრუნდა ტრამპი და ამერიკელ ხალხს მიმართა: — ორი ამბავი მაქვს : ერთი კარგი, მეორე ცუდი. კარგი ის არის, ვიცი, რომ ღმერთი არსებობს და ცუდი ის არის, რომ ორ კვირაში სამყაროს აღასრული დადგება დაბრუნდა ლუკაშენკო და ბელორუს ხალხს მიმართა: — ორი ამბავი მაქვს, ორივე ცუდი: პირველი ის, რომ მე ღმერთი არ ვარ, მეორე ის, რომ ორ კვირაში სამყაროს აღსასრული დადგება. დაბრუნდა პუტინი და რუს ხალხს მიმართა: ორი ამბავი მაქვს და ორივე კარგი:პირველი ის, რომ ღმერთმაც მაღიარა პრეზიდენტად, მეორე, მე პრეზიდენტი ვიქნები სამყაროს აღსასრულამდე. ***აღმოჩნდა, რომ თურმე ბავშვობაში ტრამპსა და მაკრონს ერთი და იგივე ზღაპარი უყვარდათ - "წითელქუდა", მხოლოდ ტრამპს უფრო მოსწონდა გოგონა, მაკრონს კი ბებია. *** პუტინი სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში გაგზავნეს. მაგრამ რადგან კარგად იქცეოდა ნება მისცეს დროებით მოსკოვში ჩასულიყო. ჩავიდა, გაისეირნა, შევიდა მოსკოვის ერთ-ერთ ბარში, შეუკვეთა ჭიქა არაყი და ჰკითხა ბარმენს: – ყირიმი ჩვენია? - დიახ, ყირიმი ჩვენია, - უპასუხა ბარმენმა. – დონბასი ჩვენია? - დიახ, დონბასი ჩვენია. - კარგი, კიევიც ჩვენია? - რა თქმა უნდა, ჩვენია. პუტინმა სიამოვნებით დალია ჭიქა და ჰკითხა: - რამდენი უნდა გადავიხადო? - 100 გრივნა. 298 2-ს მოსწონს
|