ორსულობა და ბავშვი საკეისრო კვეთის ჭრილობა რატომ აქვს ნაწილს ვერტიკალურად, ნაწილს კი ჰორიზონტალურად? 23 სექტემბერი, 11:31 ყველამ კარგად იცით, რომ საკეისრო კვეთა არის მშობიარობის ხელოვნური გზა. ამ პროცედურის შესახებ არაერთი მითი გვსმენია, რომ ვითომ ექიმები განსხვავებულდ ატარებენ ამ ოპერაციას. ბევრისთვის შესაძლოა დამაჯერებელი აღმოჩნდეს ეს ფაქტი, რადგან თვალნათელია, რომ კვეთის შედეგად მიღებული ჭრილობა მუცლის არეში ქალებს განსხვავებული აქვთ, ზოგი ჰორიზონტალურია, ზოგი კი ვერტიკალური. რატომ?
რატომ აქვთ ქალების ნაწილს საკეისრო კვეთის შედეგად მიღებული ჭრილობა ვერტიკალურად, ნაწილს კი ჰორიზონტალურად? საქმე იმაშია, რომ ოპერაციის დროს ქირურგს უწევს ორი ჭრილობის მიყენება, რომელთაგან ერთის საშუალებით ის არღვევს მუცლის კედლის მთლიანობას, მეორე ჭრილობით კი აღწევს საშვილოსნომდე. სწორედ პირველი ჭრილობაა, რომელიც შემდეგ ნაწიბურად რჩება. კლასიკური ვერტიკალური ჭრილობა ითვლება გაჭრის პირველ სახედ, რომელიც კეთდება მუცლის ცენტრში ბოქვენის ზემოთ. სწორედ გაჭრის პროცესი განაპირობებს იმ ფაქტს, რამდენად ხილული დარჩება ნაწიბური. ჰორიზონტალური ჭრილობა ძირითადად კოსმეტიკურია, რომლის გაკერვაც ხორციელდება სპეციალური გამწოვი ძაფით, ნაწიბურიც შედარებით მომცროა, მალე ხორცდება და მალე ქრება ან პატარავდება. ვერტიკალურ ჭრილობაზე კოსმეტიკური ნაკერის დადება არ შეიძლება, ვინაიდან დატვირთვა ძალიან დიდია ჭრილობაზე და არის ალბათობა ნაკერი გაიხსნას. ამიტომ ვერტიკალური ნაკერის დროს ჭრილობა უფრო შესამჩნევია, თუმცა ბოლო დროს ყველა სამშობიარო დაწესებულებაში ძირითადად ჰორიზონტალურად კვეთა და კოსმეტიკური ნაკერის დადება ხორციელდება, რომელიც უფრო უსაფრთხო ვარიანტია. მიუხედავად ჰორიზონტალური ჭრილობის უსაფრთხოებისა, მალევე მეორე შვილის გაჩენაზე, ან მეორე ბავშვის ბუნებრივ მშობიარობაზე რეკომენდაციას ექიმები არ იძლევიან. თუმცაღა ყველაფერი დამოკიდებულია ქალის ორგანიზმზე და იმ ფაქტზე, რამდენად კარგად მიმდინარეობს შიდა შეხორცებები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღეს მედიცინა ისე წინაა ამ საკითხში წასული, რომ ყველა გამოუვალ სიტუაციაში ნახულობს გამოსავალს და მომავალ დედებს ურჩევენ არაფრის არ შეეშინდეთ. ვისაც ნაწიბურის კომპლექსი გაქვთ, არსებობს სპეციალური სალონები, სადაც ლაზერის მეშვეობით ახდენენ მათ მოწვა-გაწოვას, თუმცა რა არსებითი მნიშვნელობა აქვს მათ მოშორებას? ისინი ხომ ყველა დედას უნდა ეამაყებოდეს, რადგან თქვენ ახალი სიცოცხლე მოავლინეთ ამ ქვეყნად. 122 2-ს მოსწონს
|