x
მეტი
  • 19.10.2024
  • სტატია:137697
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511563
ჟურნალი ,,ვოგის" რედაქტორის მეუღლემ ინგლისური საზაფხულო ქორწილი გადაიხადა

ლორა ჯექსონი და პიტერ ნალი ერთმანეთს თითქმის მთელი ცხოვრება იცნობენ. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ატლანტაში, ლოვეტის სკოლაში პირველ წელს და შემდეგ მომდევნო წლის თებერვალში პიტერმა ლორას სთხოვა პირველი პაემანი. ეს იყო ოფიციალური თხოვნა, ლორა და პიტერი იყვნენ ერთად. 9 წლის შემდეგ მათ ნიშნობა გადაიხადეს გრამერსის პარკში. - პიტერმა მთხოვა, რომ მზად ვყოფილიყავი ნაადრევი სადილისთვის ჩვენს ფავორიტ რესტორანში, რომელიც მეზობლად მდებარეობდა, ეს იყო “კაფე უინიონ სქვეარ", სადაც მოდიოდა ბროდვეის ჯგუფი მულენ რუჟის გადასაღებად. როდესაც ჩვენ გავუარეთ გრავერსი პარკის შესასვლელს აღმოსავლეთიდან, მან შემეკითხა, როდისმე ვყოფილვარ თუ არა იქ. როდესაც ის წინ გამიძღვა, მე სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ შემოთავაზება მალე იქნებოდა. პიტერის მეგობარმა კატერინმა, რომელიც ამ პარკში გაიზარდა, კეთილგანწყობილად გადასცა გასაღები განსაკუთრებული შემთხვევისთვის, -იხსენებს ლორა. - როდესაც მე თანხმობა განვაცხადე, ჩვენ წავედით უინიო სქვერ კაფეში, სადაც პიტერმა სიურპრიზი მომიწყო, ორივე ჩვენი ოჯახი იქ გველოდებოდა. იქ არ იყო მულენ რუჟის ბილეთები, მეგრამ მეორე სიურპრიზი უფრო უკეთესი იყო, როდესაც პიტერმა ბარი დაიქირავა და ყველა ჩვენი მეგობარი დაპატიჟა. ეს იყო დაუჯერებლად ლამაზი ნიშნობა: იყო ლამაზი პარკი და ის ადამიანები, რომლებსაც ვუყვარდით. ლორა, რომელიც იყო ვოგის ჟურნალისტი და პიტერი, სოფთვეარის ინვესტორი, დაქორწინდნენ და ახალი ინგლისური კლასიკური საზაფხულო ქორწილი გადაიხადეს ნორდისთ ჰარბორში, მეინში, მაუნთ დიზერთის კუნძულზე.

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:ნონა ქაჩლიშვილი
ნონა ქაჩლიშვილი
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0