კოსმეტოლოგია 10 მითი კოსმეტიკის შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს 19 სექტემბერი, 8:47 ძალიან ხშირად, თავის მოვლის საშუალებების შერჩევისას, ყველაზე დიდ გავლენას რეკლამა ან თვალისმომჭრელი შეფუთვა ახდენს. თუმცა, ვიზაჟისტი და კოსმეტოლოგიის ექსპერტი პაულა ბეგუნი თვლის, რომ მწარმოებლების ნდობა ბოლომდე არ შეიძლება, რადგან მათ მყიდველებზე ზემოქმედების უამრავი ხრიკი და ბერკეტი აქვთ. მათ შორის ათს აქ წარმოგიდგენთ:
მითი № 1. რაც უფრო ცნობილია ბრენდი, მით უკეთესია ეფექტი რეალურად, კოსმეტიკურ საშუალებებში ყველაზე მთავარი მისი ქიმიური შემადგენლობაა! მარკა და მაღალი ფასი, ავტომატურად, პროდუქციის მაღალი ხარისხის გარანტია ვერ იქნება. მითი № 2. დაბერების საწინააღმდეგო კოსმეტიკა არსებობს როგორც ახალგაზრდობის, ისე ხანდაზმულ ასაკში, მთავარი — საკუთარი კანის ტიპის განსაზღვრა და შესაფერისი საშუალებებით სარგებლობა არის. სამწუხაროდ, სიბერისგან დამცავი კრემი არ არსებობს და როდესაც კომპანიის მარკეტოლოგები ასაკოვანი ადამიანებისთვის განკუთვნილ კოსმეტიკაზე საუბრობენ, მხედველობაში ის საშუალებები აქვთ, რომლებიც პიგმენტურ ლაქებს აქრობს, კანის ელასტიკურობას აუმჯობესებს და ნაოჭებს შედარებით შეუმჩნეველს ხდის.
მითი № 3. ქუთუთოების სპეციალური კრემი არსებობსსინამდვილეში, თვალის კრემი არაფრით განსხვავდება სახის კრემისგან. ეს იგივე კრემია, ოღონდ, უფრო პატარა შეფუთვით და ბევრად გაზრდილი ფასით.
მითი № 4. ცელულიტის მოცილება კრემით შეიძლება ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, არც ფოტოშოპი და არც ჟურნალებისთვის გადაღებული სურათების რედაქტირება იქნებოდა საჭირო. მოცემული მომენტისთვის, არ არსებობს სამეცნიერო კვლევა კოსმეტიკის რომელიმე კომპონენტთან დაკავშირებით, რომელსაც ცელულიტის გაქრობა შეუძლია. მითი № 5. ორგანული კოსმეტიკა ჩვეულებრივზე უკეთესია რეალურად — ეს განცხადებაც ჩვეულებრივი პიარ-სვლა არის. პროდუქციაში ორგანული ნედლეულის არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ ის ეფექტურია და რამე მნიშვნელობა აქვს, როგორც კონკრეტული კოსმეტიკური საშუალების კომპონენტს. ე. წ. «ორგანული კოსმეტიკა» ნამდვილად შეიძლება იყოს უსაფრთხო, მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეიცავს საშიშ ნივთიერებებს. ამასთან, ხშირ შემთხვევაში, მწარმოებლები არაფერს ამბობენ იმ ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებიც ორგანული ნივთიერების ეფექტურობაზე «ზრუნავენ» და მას ვარგისიანობის ვადას უხანგრძლივებს. მითი № 6. კრემი მიმიკურ ნაოჭებს აქრობს არ არსებობს კრემები და კოსმეტიკური საშუალებები დაჭიმულობის, ნაოჭების და თვალების ქვეშ შავი წრეების წინააღმდეგ. არ არსებობს კრემი, რომელსაც ისეთივე ეფექტი ექნება, როგორიც ბოტოქსს ან ინიექციურ პრეპარატებს აქვს. სამწუხაროა, მაგრამ მეცნიერება ჯერ ასე შორს არ წასულა. არ შეიძლება კოსმეტიკის გამოყენებით მიმიკური ნაოჭების მოცილება ან ცხვირ-ტუჩის ნაოჭის გასწორება. მითი № 7. მზისგან დასაცავი კრემი მხოლოდ რუჯის მიღების დროს არის საჭირო რეკლამებს თუ დავუჯერებთ, მზისგან დამცავი კრემი ზაფხულის მზისგან თავის და კანის დასაცავად უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მზისგან დამცავი კრემი კანს, ასევე ნაოჭების და პიგმენტური ლაქების გაჩენის და ელასტიკურობის და კოლაგენის დაკარგვისგან იცავს. ასე რომ, მისი გამოყენება საჭიროა ოქტომბერშიც, დეკემბერშიც და ნებისმიერ სხვა თვეში. მითი № 8. შამპუნს თმის ცვენის შეჩერება შეუძლია შეფუთვაზე როგორი საოცრებებიც არ უნდა ეწეროს, შამპუნი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს თმაზე და თავის კანზე. მისი დანიშნულება — მხოლოდ თმის გასუფთავება არის. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს არც ბრენდს და არც ფასს, რადგან მისი გაჩერება თავზე დიდი ხნის მანძილზე არ შეიძლება. ამიტომ, სულ ჯადოსნურ კომპონენტსაც რომ შეიცავდეს, ის მოქმედებას ვერ მოასწრებს. «თმის მოვლის საიდუმლო »— ბალზამ–კონდიციონერი და თმის ნიღაბია. მითი № 9. თმის შეღებვა მისთვის ზიანის მიყენების გარეშე შეიძლება სინამდვილეში, საღებავის მოქმედება იმაში მდგომარეობს, რომ თმის პიგმენტები გაანადგუროს და ის საღებავის პიგმენტებით ჩაანაცვლოს. თუ საღებავი მდგრადია, მისი პიგმენტი 3 თვის მანძილზე «ზის» თმაზე, თუ არამდგრადი — 1 თვე. რომელი საღებავია უსაფრთხო? ის, რომელიც თმის პიგმენტებს არ შლის. მაგრამ, მაშინ მას ეფექტი არ ექნება. ანუ — ყველა საღებავი ერთნაირად მოქმედებს (ნატურალური ბასმას და ხნის გარდა) და არ შეიძლება თმისთვის უსაფრთხო იყოს. მითი № 10. რუჯი — უსაფრთხოა რეალურად, ორივე სახის რუჯი, — როგორც ბუნებრივი (მზით), ისე ხელოვნური (სოლარიუმით), – სახიფათოა! P. S. აქვე გთავაზობთ თავის მოვლის 20 მთავარ რეკომენდაციას, აშშ-ში ყველაზე ცნობილი დერმატოლოგ-კოსმეტოლოგისგან: 1. პირი ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნით დაიბანეთ რა თქმა უნდა, ეს ყოველდღიურ კოსმეტიკურ რიტუალად არ უნდა გადაიქცეს. მაგრამ, თუ სახის კანი გაღიზიანებული გაქვთ და სპეციალური სამკურნალო საშუალება ხელთ არა გაქვთ — პირი შამპუნით დაიბანეთ. ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნის შემადგენლობაში თუთიის პირიტიონი შედის, რომელიც საუკეთესო საშუალებაა ანთების საწინააღმდეგოდ. პრობლემური კანის შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, შამპუნით სახის დაბანა კვირაში ერთხელ შეიძლება. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* 9 მითი ქალების შესახებ, რომლისაც ბევრს სჯერა* ბრიტანეთში უცხო ცივილიზაციების ვალუტა აღმოაჩინეს* ჯეი ლოს 15 ყველაზე ეპატაჟური გამოსვლა საზოგადოების წინაში* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ124 1-ს მოსწონს
|