x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ბინები და მიწის ნაკვეთები რუბლიოვკაზე-რა ქონებას ფლობს ალინა კაბაევა?
image

ცოტა ხნის წინ «Открытые медиа"-მ საკუთარი გამოძიება ჩაატარა, სადაც გაირკვა, თუ რა უძრავ ქონებას ფლობს 41 წლის ალინა კაბაევა და მისი ოჯახის წევრები. გაირკვა, რომ მხატვრულ ტანვარჯიშში ოლიმპიურმა ჩემპიონმა პირველად დაარეგისტრირა მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 25 ჰექტარი რუბლევო-უსპენსკოეს გზატკეცილზე.


Reuters-ის ცნობით, კაბაევას სახელზე დარეგისტრირებული მიწა მდებარეობს 45 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, რომელიც ეკუთვნის სპორტსმენის ბებიას ანა ზაცეპინას. «Открытые медиа"-მ დაადგინა, რომ ალინას ქონების მთლიანი საბაზრო ღირებულება რუბლევო-უსპენსკოეს გზატკეცილზე აჭარბებს 655 მილიონ რუბლს.(დაახლოებით 8 მილიონი აშშ დოლარი)

image


სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2012 წელს, ინტერვიუში, Sport-Express-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა აღიარა, რომ ოცნებობდა ქალაქგარეთ დასახლებზე, სადაც შეეძლება დაისვენოს და განიტვირთოს ყოველდღიური აურზაურისგან:


"მშრომელ ადამიანს ქალაქგარეთ საცხოვრებლად გადასვლა საკმაოდ უჭირს, თუმცა მე მინდა ვიცხოვრო ბუნებაში, სადაც არის სუფთა ჰაერი, ტყე და მდინარე."


ცნობილია, რომ რუბლიოვკაზე ნაკვეთი ალინა კაბაევას მიჰყიდა სპორტსმენმა ანტონ სიხარულიძემ, ისინი მრავალი წლის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში - ეს ინფორმაცია მითითებულია უძრავი ქონების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის ამონაწერში.


" Открытые медиа"-ს გამოძიების საფუძველზე, ჯერ კიდევ 2010 წელს, ალინა კაბაევას დედამ, ლიუბოვმა ხელი მოაწერა გრძელვადიან, 49 წლიან იჯარას კრასნაია პოლიანაში მდებარე სოფელ ესტოსადოკში მდებარე მიწის ნაკვეთზე. სწორედ იმ პერიოდში ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ობიექტების აქტიური მშენებლობა.



გამოძიებამ აჩვენა, რომ მთლიანობაში ოლიმპიური ჩემპიონის ოჯახი ფლობს ექვს ბინას მოსკოვსა და პეტერბურგში, ორი სახლს და 70 ჰექტარ მიწას. ამავდროულად, კაბაევას მთელი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება «Открытые медиа"ს თანახმად, შეიძლება იყოს დაახლოებით 1, 25 მილიარდი რუბლი.(15, 5 მილიონი დოლარი)

image

შეგახსენებთ, რომ ალინა კაბაევაზე დიდი ხანია ამბობენ, ქვეყნის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთანაც ჰქონდა(ან ახლაც აქვს) რომანიო, მეტიც, ზოგიერთი გამოცემის მტკიცებით მისგან შვილებიც კი შეეძინაო, თუმცა თავად კაბაევა პირად ცხოვრებაზე დიდი ხანია სიჩუმეს ამჯობინებს, ყოველ შემთხვევაში მას შემდეგ, რაც ნამდვილი პირველი სიყვარულისგან (როგორც თვითონ აღიარებს)ქართველი, დავით(შალვა) მუსელიანისგან იმედგაცრუება ელოდა.

0
185
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0