x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
"თითქმის მთელ ორკესტრთან იწვა... როცა მას ამის შესახებ ვკითხე, მან აღიარა, რომ საყვარლების თვლა აერია“ - ყოფილი ქმარი ლარისა დოლინაზე
image

პოპ-ჯაზ მომღერლის ლარისა დოლინას შემოქმედებას საბჭოთა და თუ პოსტსაბჭოთა ეპოქის მსმენელი კარგად იცნობს, ისეთი სიმღერებით, როგორიცაა "Прости меня", "Танцплощадка", "До свидания", "Погода в доме", "Три розы" და სხვები, თუმცა დღეს მის პირდ ცხოვრებაზე გვექნება საუბარი.


დოლინა სამჯერ იყო გათხოვილი, მაგრამ ახლა ჩვენ გვაინტერესებს მისი პირველი ქორწინება, ანატოლი მიონჩინსკისთან. ეს საინტერესოა იმით, რომ იგი მთელი ცხოვრება განაწყენებულია ყოფილ ცოლზე.




გთავაზობთ ლარისა დოლინას პირველი ქმრის, ჯაზ მუსიკოსის ანატოლი მიონჩინსკის პიკანტურ მოგონებებს.






1978 წელს დოლინამ მეორე პრემია მოიპოვა სოჭში გამართულ საბჭოთა სიმღერების შემსრულებელთა მე-11 კონკურსზე, როს შემდეგაც ანატოლი კროლმა მიიწვია იგი თავის ორკესტრ «Современник»-ში. იქ დამწყები მომღერალი შეხვდა დირიჟორს, ანატოლი მიონჩინსკის, რომელსაც ცხოვრებაში უაღრესად რთული პერიოდი ედგა- მისი 8 წლის შვილი სისხლის კიბოთი გარდაიცვალა.


როგორ დაიწყეს ურთიერთობა დოლინამ და მიონჩინსკიმ?


„...გასტროლებზე წავედით კროლთან ერთად. რაღაც ავღნიშნეთ და მაგრად დავთვერით . მეორე დილით ვგრძნობ, რომ ვიღაც მოძრაობს ჩემს საწოლში. საბანი ავწიე და სიურპრიზი - დოლინა წევს! ღმერთო ჩემო, ეს რა გავაკეთე! იცით, მე წესიერი ადამიანი ვარ. მე მას ვუსაყვედურე „ლარისა, შენ ხომ იცი, რომ ცოლიანი ვარ! მხოლოდ ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ჩვენი შვილი დავკარგეთ. მე არ შემიძლია ჩემი ცოლს მეორედ მძიმე დარტყმა მივაყენო. ”


არა, გრძნობთ ამ ცვლილებას გენდერულ როლებში? მამაკაცი საყვედურობს ქალს სექსის გამო და თან ცოლით აპელირებს.




მიონჩისკის პირველი ცოლი წელიწადნახევარი უარს ამბობდა გაყრაზე, მაგრამ მაინც დაშორდნენ.


ისე, გაუგებარია რატომ დაშორდნენ ისინი ერთმანეთს, როცა საკმარისი იყო ის შემთხვევითი სექსი სიმთვრალეში დაევიწყებინათ?


ანატოლი ხაზს უსვამს, რომ მას არასოდეს უყვარდა დოლინა და გაუგებარია, რატომ შექმნა ოჯახი მასთან: „ჩემს ქალიშვილსაც კი ვუთხარი, რომ დედამისი საერთოდ არ მიყვარდა. არც მისდამი ლტოლვა მქონდა, არც გრძნობები!”(შენიშვნა: ქოწინების დროს ერთი საერთო ქალიშვილი შეეძინათ)


"ან რა შესაყვარებელი ეგ იყო, ლარისა სცენის გარეთ ნული იყო. მშობლებმა მას სიმწიფის ატესტატი უყიდეს(ანუ დოლინამ სკოლაც არ დაამთავრა?), "ამბობს ანატოლი.


ხოლო მიონჩინსკიმ გნესინკის სახელობის მუსიკალური სასწავლებელში გამოცდები მის ნაცვლად ჩააბარა (ეს როგორ?) და საერთოდ, მისი თქმით„ორი ლარისა დოლინაა, ერთი სცენაზე მღერის და დარბაზს იყოლიებს, მეორე კი სახლში ზის - და არაფერს წარმოადგენს“.

imageფოტოზე: დოლინა და მიონჩინსკი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1978-დან 1987 წლამდე


ქორწინების შემდეგ, სრულიად ცხოვრებისეული რამ მოხდა - საწოლში გათიშულმა დირიჟორმა ცოლის მსახურის ადგილი დაიკავა. ლარისამ მაშინვე დატვირთა ანატოლი სამუშაოთი, იგი დღე და ღამე მისთვის არანჟირებებს აკეთებდა.


”ლარისა იტყუება, რომ თითქოს ყველაფერს თვითონ აკეთებდა. ის დამოუკიდებელი მომღერალი ჩემი წყალობით გახდა “.



მიონჩინსკი ამბობს, რომ ლარისას ბევრი კაცები ჰყავდა.


„ჩემამდე მას ბევრი მამაკაცი ჰყავდა, განსაკუთრებით სომხეთში! სომხეთის სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის სოლისტი რომ გახდა, 16-17 წლის იყო. და ყველა ქალი ორკესტრის სოლისტი მისი ხელმძღვანელის, კონსტანტინე ორბელიანის კაბინეტის გავლით ხდებოდა. ლარისაც არაერთხელ იყო იქ და არც დაუმალავს. ის ლარისას ჟიმავდა, სამაგიეროდ შეუცვალა სახელი - ლარისა დოლინა: გვარი კუდელმანი(შენიშვნა:დოლინას ნამდვილი გვარი) უცნაურად გამოიყურებოდა სომხურ აფიშებზე.


შემდეგ კი თითქმის მთელ ორკესტრთან იწვა. როცა მას ამის შესახებ ვკითხე, მან აღიარა, რომ საყვარლების თვლა აერია“.


აღვნიშნოთ, რომ თავად მიონჩინსკიმ ხუთჯერ იქორწინა, სოლო საერთო ქალიშვილთან დაკავშირებით განაცხადა: ”ლარისამ უარი თქვა ფულზე, არ მომცა საშუალება დავხმარებოდი ჩემს ქალიშვილს. ”

imageფოტოზე: მიონჩინსკი ქალიშვილ ანგელინასთან ერთად



აქედან გამომდინარე სანდოა მისი მონათხრობი?


მით უმეტეს როცა ზრდასრულ ქალიშვილს განსაკუთრებით არ სურს მამასთან ურთიერთობა? მას არ აძლევენ შვილიშვილის ნახვის უფლებასაც. ამასობაში ანატოლი ინვალიდი გახდა 2017 წელს და მისთვის გადაადგილება უკიდურესად რთული გახდა.


0
862
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
862
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0