მოვლენები ანა სედოკოვამ სრულიად შეიცვალა გარეგნობა ქმართან გაყრის შემდეგ(ფოტოები) 16 სექტემბერი, 18:32
მომღერალი ქმართან გაყრის შემდეგ, როგორც ჩანს " ახალგაზრდობას იბრუნებს", ანა სედოკოვა "ვია გრადან" გახდა "ჟღალი " და ახალი იმიჯით ალბათ მორიგი ქმრის "დათრევას" აპირებს, მას თავის სექსუალური გარეგნობის და შარმის წყალობით ეს ნამდვილად არ გაუჭირდება, მოკლედ, კალათბურთელ იანის ტიმასთან გაყრის შემდეგ, ანა სედოკოვამ გადაწყვიტა საკუთარი თავის რადიკალურად გარდაქმნა.
ამის გარდა, მომღერალმა სახის წრიული დაჭიმვა გაიკეთა, ცხვირის და თვალების ფორმა შეიცვალა და თმა დაიმოკლა. ანას იმიჯის მოულოდნელმა ცვლილებამ გამომწერებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თუმცა, როგორც გაირკვა, სედოკოვა უბრალოდ დაუბრუნდა ფესვებს და კიდევ ერთხელ გახდა "წითური ვიაგრადან". მომღერალმა "საკონტროლო გასროლა" მოახდინა, თავი წითურად შეიღება, ხოლო ჯგუფის დიდი ხნის თაყვანისმცემლებს ნოსტალგიის ტალღამ გადაუარა.საქმე იმაშია, რომ ანას კარიერის დასაწყისში ჟღალი თმები ჰქონდა. ”აბა, გამარჯობა. თურმე მთელი ცხოვრება ყავისფერ და ჟღალ ფერზე ვოცნებობდი და ვერასდროს ვბედავდი. და კიდევ ერთი სასაცილო ფაქტი არის ის, რომ მილიონობით ადამიანის გულში მე დავრჩი, როგორც წითური "ვია გრადან", თუმცა ის არასოდეს ვყოფილვარ. მხოლოდ ერთი ვიდეოკლიპში, „Убей мою подругу“, ვიყავი წითური დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში. თავს აბსოლუტურად ბედნიერად ვგრძნობ. გმადლობთ, ძვირფასებო, ჩემი ხელახლა დაბადებისთვის. თქვენი საყვარელი ანა დაბრუნდა“, - წერს იგი. კადრი კლიპიდან „Убей мою подругу“ თუმცა, სედოკოვას იმიჯში ცვლილებები იმდენად დრამატულია, რომ ყველამ ვერ დაიჯერა, რომ ნამდვილად მათ წინაშე ანაა. ”შეშინებული და ბავშვური თვალების ეფექტი მიიღეთ, მეჩვენება, რომ ადრე უფრო მოდუნებული იყავით”, ”ეს თქვენი ორეულია თუ რა? სახის ნაკვთები სრულიად სხვაგვარი გახდა“, - წერენ კომენტარებში. 42 წლის ანა სედოკოვა სამჯერ იყო ოფიციალურად გათხოვილი(2004-2006);(2011-2013) და (2019-2024) და ასევე სამჯერ ჰყავდა ოფიციალური საყვარელი, ჰყავს სამი შვილი-ორი ქალიშვილი ქმრებისგან და ვაჟი საყვარლისგან.კალათბურთელთან გაყრის შემდეგ ურთიერთობა დაიწყო ვინმე პეტია ბოგდანოვთან მოდის ინდუსტრიიდან.(ფოტოზე) 435 2-ს მოსწონს
|