სისხლის სამართალი მამაკაცს, რომელიც თინეიჯერად ასაღებდა თავს, რათა სკოლის მოწაფეებთან ინტიმი დაემყარებინა, 120 წელი პატიმრობა მიუსაჯეს 16 სექტემბერი, 17:22 ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც თავს თინეიჯერად ასაღებდა, რათა სკოლის მოსწავლეები ცდუნებინა, 120 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ბევრასკას შტატში ზაქარი შეიხს სასამართლომ გამოუტანა განაჩენი არასრულწლოვან სკოლის მოსწავლეებთან სექსის გამო, რა დროსაც თავად მამაკაცი მათ თანატოლად ასაღებდა თავს. ამის შესახებ ტელეკომპანია KLKN იტყობინება. 2023 წლის ივლისში, 27 წლის ზაქარი შეიხს ბრალი წაუყენეს სამი მუხლით არასრულწლოვანებთან გარყვნილი ქმედების გამო .როგორც გამოძიებამ დაადგინა, ამერიკელი 2022-2023 სასწავლო წელს ერთ-ერთ სახელმწიფო სკოლაში 17 წლის ზაკ ჰესის სახელით შევიდა. პირველი სემესტრის შემდეგ სხვა სკოლაში გადავიდა, სადაც ივლისის შუა რიცხვებამდე არ დააპატიმრეს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, შეიხი ესწრებოდა გაკვეთილებს 54 დღის განმავლობაში და " სექსუალურ კონტაქტებს ამყარებდა სკოლის მოსწავლეებთან". ”მოგვიანებით დადგინდა, რომ მან დაამთავრა ლინკოლნის საჯარო სკოლა 2015 წელს”, - ნათქვამია პოლიციის ანგარიშში. 2024 წლის 11 სექტემბერს, მამაკაცს სასამართლომ მიუსაჯა 85-დან 120 წლამდე თავისუფლების აღკვეთა 41 წლის შემდეგ პირობითი გათავისუფლების უფლებით. გამომძიებლები ასევე დარწმუნებულნი არიან, რომ ვინმე 23 წლის ანჯელა ნავარო ეხმარებოდა მას დანაშაულის ჩადენაში. მან უარი თქვა დანაშაულის აღიარებაზე. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულ შტატებში ფლორიდელი ქალი მეორედ დააკავეს, ის 14 წლის გოგონად ასაღებდა თავს, რათა მოზარდებთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა. 23 წლის ალისა ენ სინგერის მსხვეროლი 12-დან 15 წლამდე სკოლის მოსწავლეები იყო. 307 2-ს მოსწონს
|