x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი 2 წუთში?
თითქმის არავის არ უყვარს სიცივის შეგრძნება, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ მასაც აქვს განსაკუთრებული სარგებელი. იცი, რომელი?



image



ცივი შხაპი ზრდის ენერგიის დონეს და სიფხიზლეს, ხსნის სტრესს, ხელს უწყობს კუნთების აღდგენას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ხელს უწყობს ყავისფერი ცხიმის წარმოქმნას, რომელიც მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის სხეულის სითბოს შენარჩუნების საკითხში. ცივი წყლის თერაპიამ ასევე შეიძლება შეამციროს შეშუპება, მადის დაკარგვა და ყაბზობა.



გარდა ამისა, ცივი შხაპის მიღება ზრდის იმუნურ რეაქციას. ფაქტობრივად, ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ცივი შხაპის მიღება ყოველდღე 30 დღის განმავლობაში 29% -ით ამცირებს ავადმყოფობის გამოწვევას.




image


ცივი წყალი - ხელს უწყობს სულის სიმრთელეს, დაავადებების პროფილაქტიკას, აკაჟებს ორგანიზმს. პრაქტიკულად, ახალი არც არაფერი თქმულა აქ. ცივი წლის თერაპია ფინურ ოჯახებში დღემდე არსებობს, და არა მარტო ფინური... სიცოცხლისუნარიანობისთვის ცივი წყლით დაბანის რიტუალები ტბებსა და აუზებში, დღემდეა შემორჩენილი გარკვეულ ქვეყნებში.



სიცივით გამოწვეული სტრესი ზრდის იმუნურ უჯრედებს, შედეგად ისინი აქტიურდებიან. კვლევებმა აჩვენა, რომ ცივ ამინდში ვარჯიშის შედეგად გაიზარდა ლეიკოციტების, მონოციტებისა და გრანულოციტების რეაქცია.



image


ლონდონში თრომბოზის კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი, პროფესორი ვიჯეი კაკარი მიიჩნევს, რომ ცივი წყალი ზრდის სხეულის მეტაბოლიზმის სიჩქარეს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მეტაბოლიზმის ეს სტიმულირება ზრდის ლეიკოციტების რაოდენობას მთელ სხეულში.




გერმანულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველდღიურად ორწუთიანი ცივი შხაპის მიღებას შეუძლია შეამციროს გაციებისა და გრიპის შემთხვევები.




image



იმისათვის, რომ ცივი წყლით აიმაღლოთ იმუნიტეტი, ნელ-ნელა შეამცირეთ წყლის ტემპერატურა აბაზანაში და შხაპის დასასრულს, ორი წუთით ცივი შხაპი მიიღეთ. იმუნური სისტემის ასამაღლებლად, ასევე შეგიძლიათ 10-15 წამით ფეხები ჩაყოთ ყინულიან წყალში.




გაფრთხილება: თუ გაქვთ სისხლძარღვების და სისხლის მიმოქცევის, ასევე გულის პრობლემები, ექიმთან კონსულტაციის გარეშე პროცედურის ჩატარება არ გაბედოთ!


0
197
2-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0