x
მეტი
  • 28.12.2024
  • სტატია:139088
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512613
დააკავეს მამაკაცი, რომელიც ცოლს დღეში ასჯერ ურეკავდა და ხმას არ იღებდა
image

ქალი სატელეფონო ზარებს იღებდა პირისგან, რომელიც ხმას არ იღებდა, სანამ ქალი ტელეფონს არ გათიშავდა. შეწუხებული, ბოლობოლო პოლიციას დაუკავშირდა.


38 წლის იაპონელი მამაკაცი, რომელიც ცოლს ტელეფონით თვალყურს ადევნებდა, ანონიმურად ურეკავდა დღეში 100-ჯერ მაინც და ხმას არ იღებდა, დააკავეს.


10 ივლისს, 31 წლის ქალმა ქალაქ ამაგასაკიდან დაიწყო უცნაური სატელეფონო ზარების მიღება ადამიანისგან, რომელიც უბრალოდ დუმდა, სანამ ქალი ყურმილს არ გათიშავდა. ეს გაგრძელდა რამდენიმე კვირის განმავლობაში, რადგან ზარები შემოდიოდა ანონიმური ნომრიდან ახალგაზრდა ქალმა უბრალოდ ვერ შეძლო მისი დაბლოკვა. უმეტეს შემთხვევაში, ის იღებდა ათეულობით ზარს, მაგრამ ზოგჯერ უცნობი დაფარული ნომრიდან დღეში 100-ჯერ და მეტჯერ რეკავდა.



აგვისტოში ზარები გაგრძელდა და სასოწარკვეთილმა ქალმა დაიწყო ფიქრი, როგორ გამოეშკარავებინა თავის მწვალებელი. რაც უფრო აანალიზებდა მის ხასიათს, მით უფრო ეჭვობდა, რომ ეს იყო მისი ქმარი. ერთადერთი დრო, როდესაც აღარ შემოდიოდა შემაწუხებელი ზარები, იყო ღამით, როდესაც მათ ერთ საწოლში იწვნენ და როდესაც იგი ქმრის ტელეფონს იყენებდა ვიდეო თამაშებისთვის.


საბოლოოდ, ქალი დაუკავშირდა პოლიციას, რათა დახმარებოდა მას საიდუმლოს ამოხსნაში და გაუზიარა მათ ეჭვი, რომ ეს შეიძლება მისი ქმარი ყოფილიყო . გამოძიებამ დაადასტურა დაზარალებულის შიში და 4 სექტემბერს მისი ქმარი თვალთვალის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის დარღვევისთვის დააკავეს.


„მე მიყვარს ჩემი ცოლი და ვურეკავდი ისე, რომ არაფერს ვამბობდი"“, - უპასუხა მამაკაცმა კითხვაზე, თუ რატომ ავიწროებდა საკუთარ ცოლს თავისი უცნაური ზარებით თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.


გამოცემა აღნიშნავს, რომ იაპონიაში არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როცა დაქორწინებული წყვილები ცალ-ცალკე ცხოვრებენ, ეს ძირითადად განპირობებულია სამუშაოთი, რა დროსაც ერთ-ერთს უწევს სხვაგან საცხოვრებლად გადასვლა, ზოგჯერ კი ერთ-ერთი მეუღლე იმდენად ეჭვიანი ხდება, რომ მეორის თვალთვალს იწყებს. თუმცა, ამაგასაკის პოლიციამ დაადასტურა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც წყვილი ერთად ცხოვრობდა ადგილი ჰქონდა შეამწუხებელ სატელეფონო შევიწროებას.

0
62
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0