საზოგადოება „ქიმიოთერაპიისთვის ვემზადები… გაუსაძლისი ტკივილი დამეწყო, ფეხზე ვერ ვდგები“ - მამა პეტრე კოლხი 15 სექტემბერი, 12:10
.
მამა პეტრე კოლხს განსაცდელი დაუდგა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან გულწრფელად ისაუბრა. მისი განმარტებით, ბოლო ხანს მას სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო და ამ ეტაპზე ის ქიმიოთერაპიის კურსის ჩასატარებლად ემზადება. მისი თქმით, ვითარება სერიოზულია. არის თუ არა ეს რაიმე ონკოლოგიური დაავადება, ამის შესახებ მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
.
„20 დღის წინ ვიგრძენი გაუსაძლისი ტკივილი – ფეხზე ვერ ვდგები, ვქვავდები, შეძახილებიც აღარ მესმის… რატომ ვზივარ აქ შენთან ქუდით? ვემზადები ქიმიოთერაპიისთვის. გადავიპარსე თავი“ – ამბობს მამა პეტრე კოლხი ჟურნალისტ ნიკოლოზ ხაჩიძესთან ინტერვიუში. ის ასევე საუბრობს იმ მუქარებსა და შანტაჟზე, რასაც ბოლო პერიოდში იღებს. . - იყო სერიოზული მუქარა და შანტაჟი, მათ შორის სასულიერო პირებისგან… მემუქრებოდნენ ლიკვიდაციით… მეუბნება, დამიკავშირდნენ უშიშროებიდან პირდაპირ მუქარით, თუ პეტრეს მიიღებს ოჯახში, სერიოზული პრობლემები შეექმნებათო. ვერ გამაჩუმებენ, ყველა აგებს ნემისმიერ ძალადობაზე პასუხს, – ამბობს მამა პეტრე. . ნიკოლოზ ხაჩიძის გადაცემის სრული ვერსიის ნახვას შეძლებთ ოთხშაბათს 18 სექტემბერს, კომედი ჯგუფის მიერ დაფუძნებულ ახალ ტელეკომპანია TVS-ზე. . შეგახსენებთ, მამა პეტრე კოლხსა და საპატრიარქოს შორის გასარკვევია მისი სამომავლო სასულიერო ცხოვრების დეტალებიც. მანამდე მას მოქმედება შეზღუდული აქვს და საკითხზე საპატრიარქოს კომისიამ უნდა იმსჯელოს. 71 შეფასება არ არის
|