საზოგადოებრივი ახალი აღმოჩენები ეგვიპტეში – მეცნიერებმა აღიარეს, რომ პირამიდები უფრო ძველია, ვიდრე აქამდე თვლიდნენ 17 სექტემბერი, 12:34 გიზას დიდი პირამიდა, რომელიც ასევე, ხეოფსის პირამიდის სახელითაც არის ცნობილი, მკვლევართა გაოცებას, თავისი სიზუსტითა და კონსტრუქციის სირთულით, ისევ აგრძელებს. როგორც აქამდე ითვლებოდა, დაახლოებით, 4500 წლის წინ აშენებული პირამიდა, ერთ–ერთი ყველაზე ზუსტი და ორიენტირებული ნაგებობაა დედამიწაზე. ის 2, 3 მილიონამდე ქვის ბლოკისგან შედგება, რომელთა წონა 2, 5–დან – 15 ტონამდე მერყეობს. ამასთან, განსაცვიფრებელია ქვების წყობის სიზუსტეც: ბლოკებს შორის ღარები, 0, 5 მმ–ს არ აღემატება. პირამიდის ორიენტაცია ჰორიზონტის მხარეებზე კი, იმდენად ზუსტია, რომ გადახრა მხოლოდ 0, 06 გრადუსს შეადგენს. ამის მიღწევა, თანამედროვე ტექნოლოგიებითაც კი, რთულია, რომ არაფერი ვთქვათ, მშენებლობის ძველ მეთოდებზე. რაც შეეხება, ეგვიპტური პირამიდების აგების თარიღს, – მეცნიერები კამათს ისევ აგრძელებენ. ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თარიღთა შორის სხვაობა, ასწლეულებსა და ათასწლეულებს შორის მერყეობს. ამიტომ, ზუსტი თარიღის დასადგენად, სფინქსის გამოყენება სცადეს. გადმოცემით, ის პირამიდების შემდეგ, ძვ. წ აღრ. დაახლოებით, 2500 წელს შეიქმნა, ფარაონი ხეფრენის მმართველობის დროს. მაგრამ, გიზის პლატოზე, არქეოლოგებმა ფირფიტა აღმოაჩინეს. მასზე დატანილი ტექსტი კი გვამცნობს, რომ ფარაონმა სფინქსის შექმნის კი არა, მისი აღდგენის ბრძანება გასცა. გარდა ამისა, სფინქსის სხეულზე, წყლის ეროზიის ღრმა კვალი, რომელიც წვიმის შედეგად არის გამოწვეული, იმაზე მეტყველებს, რომ ის ბევრად უფრო ადრე შეიქმნა, ვიდრე მეცნიერები აქამდე ვარაუდობდნენ. ხოლო, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი შექმნის მომენტისთვის, პირამიდები უკვე არსებობდა, იმის მტკიცება შეგვიძლია, რომ ეს ნაგებობები ეგვიპტური ცივილიზაციის მიერ არ არის შექმნილი. ძეგლის აგების კონკრეტული თარიღის დასახელება რთულია. მაგრამ, დაახლოებითი თარიღის გამოთვლა შესაძლებელია: წყლის ეროზიის კვალი ძეგლებზე, შეიძლება, მხოლოდ ხშირი წვიმები შემთხვევაში დარჩენილიყო. მეცნიერები თვლიან, რომ ამ ადგილებში, ასეთი ნოტიო კლიმატი, მხოლოდ 10 ათასი წლის წინ თუ იქნებოდა. ხოლო, ასეთი შესამჩნევი კვალის დასატოვებლად, მინიმუმ 2 საუკუნე მაინც იყო საჭირო. გარდა ამისა, თარიღის დასადგენად, ასევე აუცილებელია, გაზის პირამიდების კომპლექსის, ასტრონომიული და გეოგრაფიული თვალსაზრისით განხილვა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პირამიდების მდებარეობა, ორიონის თანავარსკვლავედში, ვარსკვლავების განლაგებას ემთხვევა. ამიტომ მათ, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, გადაწყვიტეს ენახათ, თუ როგორ გამოიყურებოდა ცის რუკა 4, 5 ათასი წლის წინ და აღმოჩნდა, რომ ძვ. წ. აღრ. დაახლოებით, 2500 წ. როდესაც აკადემიური მეცნიერების მტკიცებით, პირამიდები იყო აშენებული, თანავარსკვლავედი იმ ადგილზე არ იყო, სადაც მშენებლობის დროს უნდა ყოფილიყო. შემდეგ, მეცნიერებმა იმ პერიოდის დადგენა დაიწყეს, როდესაც ორიონის თანავარსკვლავედი საორიენტაციო ადგილზე უნდა ყოფილიყო და აღმოჩნდა, რომ ეს, ჩვენს ერამდე, 10500 წლის წინ იყო. სწორედ ამ პერიოდში, ემთხვეოდა პირამიდების მდებარეობა ორიონის სარტყელს. ხოლო სფინქსი, პირდაპირ ლომის თანავარსკვლავედს უყურებდა. ამრიგად, გამოდის რომ, გიზის პირამიდები და სფინქსი, წარღვნამდე არსებობდა, რომელიც, დაახლოებით, 10 000 წლის წინ მოხდა. არხის სხვა სიახლეები:* ძველი ეგვიპტის საიდუმლოებები, რომელიც ისტორიკოსებს მოსვენებას არ აძლევს* მაიკლ ჯექსონმა საკუთარი სიკვდილის ინსცენირება მოახდინა? – რა წერია პოპის მეფის დღიურში?* ისტორიის ყველაზე დიდი ტყუილები და შუმერული ფირფიტების მამხილებელი ჩანაწერები* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ289 1-ს მოსწონს
|