x
მეტი
  • 14.09.2024
  • სტატია:137041
  • ვიდეო:351964
  • სურათი:511186
"სიურპრიზია და ნახავთ ყველანი"- რა სიურპრიზს აანონსებს ნიკა გვარამია

image


"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამერიკაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა. როგორც "ახალის" თანადამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა ჯაფარიძის ვიზიტი სიურპრიზია და ამის შესახებ საზოგადოება მალე გაიგებს:


"ზუსტად ვიცი, სადაც წავიდა ზურა, უბრალოდ, გარკვეულწილად, სიურპრიზია და ნახავთ ყველანი. რაც შეეხება ამერიკაში წასვლას, როგორც თქვენ თქვით, “მითითებების მისაღებად”, ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი გარანტი უსაფრთხოების, კეთილდღეობის და ყველაფრის, რაც ქართველ ხალხს გაგვიხარდება. ამისთვისაც რომ იყოს წასული, მე გამიხარდებოდა, მაგრამ ეს ასე არ არის, " - განუცხადა ჟურნალისტებს "ახალის"ლიდერმა.


"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლები, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ. აეროპორტში ჯაფარიძემ ვიზიტის მიზნობრიობის თაობაზე მედიის კითხვებს არ უპასუხა, შესაბამისად, უცნობია რა მიზანს ემსახურება შტატებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვიზიტი.







0
170
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
170