x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კრიშტიანუ რონალდუმ ბავშვობის დროინდელი კუმირები დაასახელა
image

კრიშტიანუ რონალდუმ თავისი ბავშვობის დროინდელი ორი კუმირი ფეხბურთელი დაასახელა.



ალ-ნასრისა და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ისაუბრა იმაზე, თუ ვის თამაშს უყურებდა, როცა იზრდებოდა და ფეხბურთელად ყალიბდებოდა. პორტუგალიელმა ბრაზილიის ნაკრების ორი ლეგენდარული ფეხბურთელი გამოყო, წერს Sport Bible.



"არ მიყვარს შედარება, მაგრამ ვამჯობინებ ვთქვა, რომ რონალდუმ და რონალდინიომ თავიანთი მემკვიდრეობა დატოვეს ფეხბურთში. ფაქტებით შემიძლია ვისაუბრო: ამ მოთამაშეებზე მეტი ინდივიდუალური ტიტული მოვიგე, მაგრამ ისინი გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები. მე ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამ ფეხბურთელებით. მე გავიზარდე მათი თამაშის ყურებით და თუ რომელია მათ შორის უკეთესი არც ისე მნიშვნელოვანია, " - ციტირებს რონალდუს სიტყვებს გამოცემა Sport Bible.


image

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელებში, ჯამურად, მილიარდი გამომწერი დააგროვა.

39 წლის პორტუგალიელი პირველია ისტორიაში, ვინც ამ რიცხვს მიაღწია.

image

"ჩვენ ისტორიაში შევედით - 1 მილიარდი გამომწერი! ეს უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ რიცხვი. ეს მეტყველებს ჩვენს საერთო გატაცებაზე, მისწრაფებასა და თამაშისადმი სიყვარულზე, "- წერს რონალდუ პირად "ინსტაგრამ" გვერდზე.




კრიშტიანუ რონალდუმ, პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში, მოიგო ევრო 2016 საფრანგეთში, ასევე უეფას ერთა ლიგა 2019. წელს.მსოფლიო ჩემპიონატზე მან გუნდთან ერთად ნახევარფინალამდე მიაღწია (2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიაში) .

რაც შეეხება რონალდუს კუმირებს-რონალდო კარიერის განმავლობაში ორგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა (1994 და 2002), რონალდინიომ კი ამ მწვერვალს ერთხელ მიაღწია (2002).

0
292
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0