x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პუტინის იმპერიული ამბიციები-რუსეთში მხოლოდ რუსული ენა გახდება მშობლიური

image

რუსეთი ფედერაცია მრავალეროვანი სახელმწიფოა და მოქმედი კონსტიტუციით, ამ ქვეყნის მოქალაქეები შესაბამისად მშობლიური ენაზე საუბრობენ, წერენ და მათვე ენაზე ვრცელდება ადგილობრივი მედიასაშუალებები. თუმცა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად იმეორებენ, რომ რუსეთის მოქალაქეების მშობლიური ენა რუსულია.


ვლადიმირ პუტინისა და მისი მრჩევლის, ელენა იამპოლსკაიას ბოლო განცხადებები, რომლებიდანაც ნათლად ჩანს, რომ რუსული უნდა იყოს რუსეთის ყველა მოქალაქის მშობლიური ენა, თვალსაჩინოდ ასახავს იმას, რაზეც დიდი ხანია ლაპარაკობენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები: რუსეთი წარსულში ტოვებს მრავალეროვნული სახელმწიფოს კონცეფციას და ყალიბდება მონონაციონალურ, მონოლინგვისტურ სახელმწიფოდ.


პუტინმა თავისი ერთობ საჩვენებელი განცხადება გააკეთა ტუვაში - ეთნო-დემოგრაფიული გაგებით რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე არარუსულ რესპუბლიკაში, სკოლის მოსწავლეებთან, რომელთა უმრავლესობა გარეგნობით აშკარად „არარუსი“ იყო. პუტინმა თქვა, რომ „შეუძლებელია [რუსეთში სრულფასოვნად ცხოვრება] მშობლიური ენის ცოდნის გარეშე - მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მრავალეროვნული ქვეყნისთვის რუსული ასევე არის ეთნოსებს შორის კომუნიკაციის ენა.” პუტინის სიტყვებით: ”რუსული ენა აერთიანებს რუსეთის ყველა ხალხს ერთიან ორგანიზმად, ერთიან ხალხად. ამიტომ, რუსული ენის სწავლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა სკოლის მასწავლებლისთვის”.

0
124
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0