საქართველო
"ამ სიაში ყველაზე უცნაური ის არის, რომ ..."- რას წერს გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" სიაზე
11 სექტემბერი, 19:51
პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი გუშინ, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსით ეხმაურება და წერს:
"ამ სიაში ყველაზე უცნაური ის არის, რომ "ბიძინა ივანიშვილი" იგივე შრიფტით წერია, როგორც სხვების სახელ-გვარები."– ვკითხულობთ გია ხუხაშვილის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ქართულმა ოცნებამ" 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. საარჩევნო სიის პირველ ნომრად ირაკლი კობახიძემ, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. საარჩევნო სიაში, ახალ სახეებთან ერთად, ასევე ცნობილი და წარმატებული ქართველი სპორტსმენები, ოლიმპიური ჩემპიონები - გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძეც მოხვდნენ, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან გულისწყრომა და აღშფოთება მოჰყვა.