სხვა მან მართვის მოწმობა 950-ე მცდელობაზე აიღო... 2012, 21 ოქტომბერი, 4:16 68 წლის სამხრეთ კერეის მკვიდრმა მოახერხა მიეღო მისთვის ნანატრი ფურცელი, რომელიც ადასტურებს რომ მას შეუძლია მართოს ავტომობილი, მხოლოდ 959-ე მცდელობის შემდეგ... დაუჯერებელია, მაგრამ ეს სინამდვილეა. კორეანელი ქალბატონი შესაძლებელია გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდეს. ყოველ სამუშაო დღეს, დაწყებული 2005 წლიდან, მოხუცი ''ჩხა სა სუნნი'' დადიოდა ავტოსკოლაში იმ იმედით რომ როდესმე ჩააბარებდა გამოცდას. კორეელი ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც მეშვიდასეჯერ ჩაიჭრა გამოცდაში. შემდეგ უიღბლო მოხუცზე დაწერეს სტატიები ადგილობრივმა მედიებმა. იმისათვის რომ გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვალოს სამხრეთ კორეაში, აუცილებელია 100 ქულიდან 60 ქულის აღება, ქალბატონი კი ვერ ახერხებდა მინიმალური ქულების აღებას. და აი ერთ-ერთ ხუთშაბათს მან როგორც იქნა ჩააბარა და სხვათაშორის ზუსტად 60 ქულა აიღო. ავტოსკოლის ერთ-ერთი თანამშრომელი, სადაც 7 წლის განმავლობაში კორეანელი ცდილობდა გამოცდა ჩაებარებინა, სიტუაციას შემდეგნაირი კომენტარი გაუკეთა: ''ეჭვგარეშეა რომ ქალბატონი არ ნებდებოდა და ეს ძალიან შესაშურია. იმედი იმისა რომ ის მიიღებდა მართვის მოწმობას, მას არ ტოვებდა წლების განმავლობაში. ეს თავისებური რეკორდია, რომელიც ყურადღების ღირსია.'' და პოლიციის ოფიცერი, რომელიც მართვის მოწმობის ტესტების დეპარტამენტში მუშაობს, პირობა დადო რომ საკუთარი ხელით გააკეთებდა მემორიალურ დაფას თუ ეს ქალი ჩააბარებდა. დარჩა მხოლოდ უკანასკნელი ნაბიჯი, რათა მიიღოს მართვის მოწმობა. სა სუნნ-მა უნდა ჩააბაროს ტესტი ტარებაზე და თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ის საბოლოოდ აისრულებს თავის ნანატრ სურვილის და საჭესთან დაჯდება. კორეანელ ქალბატონზე ცნობილია, რომ იგი ყიდის ხილს და ბოსტნეულს, ასევე საყოფაცხოვრებო საქონელს. მას ხელით უწევს ყველაფრის გადატანა და გადმოტანა, ამიტომაც მუშაობის გასამარტივებლად მას სურს შეიძინოს საკუთარი ავტომობილი, რის შემდეგად თან იფიქრებს მისი საქმიანობის გაფართოვებაზეც. პროკურატურის წარმომადგენლება დაითვალეს ქალბატონის დახარჯული თანხა, რომელიც შეადგენს 5 მილიონ სამხრეთ კორეულ ვონ-ებს, რაც დაახლოებით 4200 დოლარია. 38 6-ს მოსწონს
|