სისხლის სამართალი ქმრის ინიციატივით, ათობით კაცისგან გაუპატიურებულმა ქალმა სასამართლოზე საკუთარი გრძნობები აღწერა 2024, 10 სექტემბერი, 15:50 ![]() ქალი საფრანგეთიდან, რომელიც ქმრის გამო უცნობი პირებისგან ათობით გაუპატიურების მსხვერპლი გახდა, სასამართლო პროცესზე თავისი გრძნობების შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ The Guardian წერს. მორიგ სასამართლო სხდომაზე 72 წლის ჟიზელ პელიკომ ისაუბრა იმაზე, რაც მას შეემთხვა. "ჩემი სამყარო დაინგრა. ყველაფერი დაინგრა ჩემთვის. ყველაფერი, რასაც 50 წლის განმავლობაში ვაშენებდი, ”- თქვა მან და გაიხსენა ის მომენტი, როდესაც პოლიციამ პირველად აჩვენა მას დანაშაულის ამსახველი ვიდეოები. ჟიზელმა აღნიშნა, რომ კადრებში ძლივს იცნო საკუთარი თავი . „მე შემწირეს ბიწიერების სამსხვერპლოზე. მექცეოდნენ, როგორც ნაჭრის თოჯინას, როგორც ნაგვის ტომარას“, - განაცხადა სასამართლოში გაუპატიურებულმა ქალმა. ![]() ![]() ქალს წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა მის თავს. მას საძილე აბების გამო მეხსიერების მძიმე პრობლემები შეექმნა. დომინიკ პელიკო შემთხვევით დააკავეს 2020 წლის 2 ნოემბერს, როცა სუპერმარკეტის კლიენტების ქვედაბოლოების ქვეშიდან ფოტოების გადაღებას ცდილობდა. მის სახლში ნაპოვნი USB დისკზე გამომძიებლებმა აღმოაჩინეს 20 ათასზე მეტი ფოტო და ვიდეო, სადაც მის ცოლს უცნობი პირები აუპატიურებდნენ - სულ დაახლოებით 80 ადამიანი. პელიკომ მაშინვე აღიარა დანაშაული. ![]() 932 3-ს მოსწონს
|