ტექნოლოგიური სიახლეები არაჩვეულებრივი ხელთათმანი-ფარანი 2012, 21 ოქტომბერი, 2:19 იტალიური დიზაინერები Giada Dammacco და Luisa Baldassari-მ შექმნეს კონცეფცია ერთერთი ყველაზე არაჩვეულებრივი, კომფორტული და ელეგანტური ფანრის. მათ გადააქციეს კომპაქტური და პორტატული შუქის წყარო ელეგანტურ აქსესუარად ხელთათმანის და ფანრის შეერთებით. ამის შედეგად მათ მიიღეს არაჩვეულებრივი გაჯეტი რომელსაც H9 lighting tool უწოდეს. ეს მოწყობილება შეიძლება ჩაითვალოს არა მხოლოდ მობილური სინათლის წყაროდ, არამედ მოდურ მოწყობილობადაც, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ როკ კონცერტებზეც, კლუბურ საღამოებზე, საახალწლო ზეიმებზე და განსაკუთრებით ჰელოუინზე. ხელთათმანი-ფარანი დამზადებული სპეციალური მინისგან, რომელიც დაფარულია მიკრო-ელექტროლუმინესცენტებით, რომელიც პასუხისმგებელია განათების კონცეფციაზე. მოწყობილობა ძალიან რბილია შეხებისას და აბსოლიტურად არ აზიანებს ხელის კისტას, რამდენადაც ფარანი არ აცხელებს თვითონ ხელთათმანს და შესაბამისად ის ვერ წვავს ხელს. მსუბუქი და რბილი მასალის გამო, ხელთათმანი-ფარანი ''მყუდროდ ზის'' ხელზე და იმეორებს ყველა მის მოძრაობას. პროექტის ავტორების აზრით, კონსტრუქცია, რომლითაც შუქი ''იცმევა'' ხელზე, გააჩნია მთელი რიგი უპირატესობების ჩვეულებრივ ფარანთან შედარებით, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მომხმარებელი მუშაობს სიბნელეში და ამ დროს სამუშაოდ სჭირდება ორივე ხელი. ხელთათმანი-ფარანი შეიძლება დაიტენოს როგორც ბატარეით, ასევე მზის ენერგიითაც. ინოვაციური ხელთათმანი-ფარანი დიზაინერებმა შეიმუშავეს კომპანია Grado Zero Espace-ის შეკვეთით, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა არაჩვეულებრივი პროექტებითა და ექსპერიმენტალური დიზაინებით. სამწუხაროდ ჯერ ცნობილი არ არის როდის იქნება ფარანი H9 lighting tool წარმოებული და გაყიდვაში გამოსული. 122 5-ს მოსწონს
|