სხვა წურვის დროს სარეცხის მანქანა თუ ხტუნავს, ეს სტატია შენთვისაა 10 სექტემბერი, 11:00 ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. დღეს კი, გვაქვს ეპოქა, სადაც ფართოდ არის განვითარებული ტექნოლოგიური სიახლეები და ნტერნეტის საშუალებით შეგვიძლია დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან მოვიძიოთ ინფორმაცია, მოვიკითხოთ ადამიანი, გამოვიძახოთ პიცა თუ ხინკალი, ვუყუროთ ფილმს, წავიკითხოთ სიახლე, წიგნი, მანქანამ დარეცხოს სარეცხი, მანამ ჩვენ სხვა საქმით ვართ დაკავებული ან ვისვენებთ და მოკლედ, რომ აღარ გავაგრძელო, აურაცხელია სია იმისა, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია თანამედროვე ტექნიკისა თუ ტექნოლოგიების წყალობით.
ვაღიაროთ, რომ ბევრი ჩვენგანი დეტალურად სწავლობს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციას, სანამ დაიწყებს მათ გამოყენებას, მაგრამ ბევრი ჩვენგანი არც კი ხსნის მათ. შემდეგ კი გვაინტერესებს, რატომ გაფუჭდა მაცივარი რამდენიმე წლის შემდეგ, იმაზე ადრე, ვიდრე საგარანტიო დროა გასული და რატომ დაიწყო სარეცხის მანქანამ უარესად რეცხვა? მოდით, ვისწავლოთ, თუ როგორ გამოვიყენოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რათა ისინი არ გაფუჭდეს ჩვენი დაუდევრობის გამო. თუ თქვენი სარეცხის მანქანა სარეცხის წურვის რეჟიმის დროს ხტუნავს, მაშინ ის გაუმართავია. მსგავსი ფაქტის რამდენიმე შემთხვევა თუ დაფიქსირდა, არ უნდა დააიგნოროთ, რადგან ეს მანქანისთვის შეიძლება ცუდი შედეგით დამთავრდეს. რა მიზეზების გამო შეიძლება სარეცხის მანქანა ხტუნავდეს სარეცხის წურვის დროს? • როდესაც მანქანა დგას არათანაბარ ზედაპირზე; • როდესაც მანქანა ძალიან მსუბუქია და საჭიროებს ნორმალურ დამაგრებას; • როდესაც ფეხები დაიბრიცა და სტაბილურობა დაკარგა; • როდესაც ამორტიზატორებია გაუმართავი; • როდესაც ხდება ავზიდან გამომავალი ნაწილების დაზიანება; • საპირწონე წონის ან მისი მიმაგრების გაუმართაობა; • როდესაც ხდება ცვეთა; • როდესაც ბარაბანზე დარჩენილია ჭანჭიკები, რომლებიც იჭერენ მას ტრანსპორტირებისას. ამიტომ, ძვირადღირებული შერემონტება ან უარეს შემთხვევაში, ახალი სარეცხის მანქანის ყიდვა რომ ავიცილოთ თავიდან, ნუ მივაყურადებთ მისი ხტუნვის ამბავს და დროულად გავარკვიოთ მიზეზები. 305 4-ს მოსწონს
|